ჩინეთის სამხრეთ ნაწილს ტაიფუნი „ჩაბა“ დაატყდა თავს - კვირის პალიტრა

ჩინეთის სამხრეთ ნაწილს ტაიფუნი „ჩაბა“ დაატყდა თავს

ჩინეთის სამხრეთ ნაწილს ტაიფუნი „ჩაბა“ დაატყდა თავს. Reuter-ის ინფორმაციით, „ჩაბა“ მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება. ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ძლიერი ტალღები და ქარიშხალი უკვე შეინიშნება.

ქვეყნის მეტეოროლოგიის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ქარიშხალმა გუანჯოუს პროვინციაში მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია. დაშავდა ერთი ადამიანი. სტიქიის გამო, ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მე-2 დონე გამოცხადდა. ამასთან, ტაიფუნი „ჩაბას“ გამო ჩინეთის სამხრეთ ნაწილში 400-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო.