აქცია „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს მართავენ - კვირის პალიტრა

აქცია „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს მართავენ

აქცია „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორები და მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომელთაც მთელი ღამე საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაათენეს, დღეს დილით ხმაურითა და სტვენით გამოხატეს პროტესტი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ. მათ ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშა უჭირავთ და სტვენით, დასარტყამ ინსტრუმენტების საშუალებით ხმაურით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველ ორშაბათს მთავრობის სხდომა იმართება, ამიტომ, მათ სურთ, დღევანდელი პროტესტით მთავრობის წევრები „გააღვიძონ“ და კიდევ ერთხელ გააგონონ მოქალაქეების ხმა.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათთან მივიდნენ სუს-ის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ თუ მალე არ დაიშლებიან, დააკავებენ. მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები კვლავ ხმაურითა და შეძახილებიღ აგრძელებენ პროტესტს და დაშლას არ აპირებენ.

IPN