16 წლის მოზარდს, რომელმაც გასარუჯად ლეღვის ნახარში გამოიყენა, მესამე ხარისხის ქიმიური დამწვრობა აქვს - რას აცხადებს პაციენტის მდგომარეობაზე გუგა ქაშიბაძე - კვირის პალიტრა

16 წლის მოზარდს, რომელმაც გასარუჯად ლეღვის ნახარში გამოიყენა, მესამე ხარისხის ქიმიური დამწვრობა აქვს - რას აცხადებს პაციენტის მდგომარეობაზე გუგა ქაშიბაძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში, წელს ლეღ­ვის ნა­ხარ­შით დამ­წვრო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გუგა ქა­ში­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­ჯის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ლეღ­ვის ნა­ხარ­ში 16 წლის გო­გომ გა­მო­ი­ყე­ნა.

პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"გუ­შინ 16 წლის გო­გო­ნა შე­მო­ვი­და, რო­მელ­მაც რუ­ჯის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ლეღ­ვის ნა­ხარ­ში გა­მო­ი­ყე­ნა. დიდი იმე­დი გვქონ­და, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

პა­ცი­ენტს მე­სა­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აქვს, ქი­მი­უ­რი დამ­წვრო­ბაა. მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი კლი­ნი­კა­ში და­ყოვ­ნე­ბა მო­უ­წევს,“ - გა­ნა­ცხა­და გუგა ქა­ში­ბა­ძემ.