"გოგიჩობა გრძელდება იცოდე, არ ინერვიულო..." - რას წერს გოგიჩას მეუღლე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"გოგიჩობა გრძელდება იცოდე, არ ინერვიულო..." - რას წერს გოგიჩას მეუღლე სოციალურ ქსელში?

მსახიობისა და ტელეწამყვანის, გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. გოგიჩას მეუღლე ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში გიორგის მიმართავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"არ ვიცი რა მოგწერო გარდა იმისა, რასაც შენს სკვერში, ყოველ შეხვედრაზე გიწერ ქვიშაზე ,,გვიყვარხარ,, ... მგონია , რომ ყველაფერი იცი და ყველაფერს გრძნობ , სულ აქ ხარ და სულ ის განცდაა რომ ყველა ერთად ვართ ,ალბათ იმიტომ რომ შენ გვასწავლე ცხოვრების ასეთი წესით სიყვარული და ურთიერთობები ! რა შორსაც არ უნდა იყო ახლოს ხარ ყველაზე! ხანდახან ისე მჭირდები ! ისე მჭირდები....გიო რანაირი ხარ რა... რამდენ რამეზე ვაპირებდით ერთად სიცილს და სიხარულს , კიდევ რამდენ თამაშს გამოვიგონებდით... რა შუაში იყო ეს დღე ჩვენთან ... მიყვარხარ და გმადლობ ... გოგიჩობა გრძელდება იცოდე არ ინერვიულო...

gogichaa-1656948409.png