ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კონტრშეტევას განახორციელებენ - კვირის პალიტრა

ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კონტრშეტევას განახორციელებენ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კონტრშეტევას განახორციელებენ.

„ეს რუსეთის უკანასკნელი გამარჯვებაა უკრაინის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა არესტოვოჩმა რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქში მიღწეულ წარმატებაზე კომენტირებისას.

„ეს იყო საშუალო ზომის ქალაქები, რასაც დასჭირდა 4 აპრილიდან 4 ივლისამდე პერიოდი - ეს არის 90 დღე. აღმოსავლეთით მდებარე ქალაქების აღება ნიშნავს, რომ რუსული ძალების 60% ახლა კონცენტრირებულია აღმოსავლეთში და ძნელია მათი გადამისამართება სამხრეთში და აღარ არსებობს ძალები, რომელთა შემოყვანაც რუსეთიდანაა შესაძლებელი. მათ დიდი ფასი გადაიხადეს სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

ქალაქ ლისიჩანსკის აღებით რუსეთმა ლუგანსკის ოლქის დაპყრობა დაასრულა. უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსული ძალების შემდეგი სამიზნე დონბასის რეგიონის მეორე ოლქი - დონეცკია.

IPN