"კონკურსზე რუსეთის ადგილი დაკავებული გახლდათ, ამიტომაც ძალები საქართველოს სახელით ვცადე და..." - კვირის პალიტრა

"კონკურსზე რუსეთის ადგილი დაკავებული გახლდათ, ამიტომაც ძალები საქართველოს სახელით ვცადე და..."

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კორეაში "მისის სამყაროს" გამოსავლენი კონკურსი. პლანეტის ყველაზე ლამაზ გათხოვილ ქალად აღიარეს ანა კუდრიავცევა-სირაძე. სტავროპოლში დაბადებული ანა სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს, თუმცა კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა. მიზეზი მარტივი ყოფილა - როცა მას მოუნდა ძალების გამოცდა ამ კონკურსზე, რუსეთის დელეგაცია უკვე ფორმირებული იყო და რაკი ქართული ფესვები აქვს, საქართველოს სახელით სცადა ბედი და გაიმარჯვა.

36 წლის ანა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და 11 წლის ქალიშვილს ზრდის. კონკურსის შთაბეჭდილებები მან რუსულ მედიას გაუზიარა:

- საკმაოდ დამღლელი პროცესი იყო, დღე და ღამე ინსტრუქციები, რა უნდა თქვა, რა არ უნდა თქვა, გაწერილია შემდეგი 6 თვე და ისეთი გრაფიკია, სახლში ალბათ თვის ბოლოს მოვხვდები რამდენიმე დღით. ოჯახის წევრები გადაირივნენ. ქმარ-შვილთან ინტერნეტით მექნება ურთიერთობა, სხვა გზა არაა. წინაა საქველმოქმედო კამპანიები, გადაღებები, ფოფოსესიები, მონაწილეობა ღონისძიებებში...

- რუსეთში ხართ დაბადებული და აქვე ცხოვრობთ, თუმცა საქართველოს წარმოადგენდით...

- მამაჩემი და ჩემი ყველა ნათესავი მამის მხრიდან, მე-10 საუკუნემდე, ქართველები არიან. სამწუხაროდ, რუსეთის წარდგენა კონკურსზე შეუძლებელი იყო, ადგილი დაკავებული გახლდათ. ამიტომაც ვცადე ძალები საქართველოს მხრიდან.

- ისე რით ხართ დაკავებული, კონკურსის გარეშე? გააგრძელეთ კითხვა