ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებიდან ერთს - 4, ხოლო ორს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებიდან ერთს - 4, ხოლო ორს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ერთს - 4, ხოლო ორს 3-3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი სამი პირი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს ზაურ ბუ­და­გოვს 4 წლით, ხოლო მამა-შვილ ხუ­სე­ინ და გი­ორ­გი სურ­მა­ნი­ძეს 3-3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ნის მე­პატ­რო­ნის, ზაურ ბუ­და­გო­ვის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა აბ­სურ­დუ­ლია.

"სა­ერ­თო ჯამ­ში სა­დარ­ბა­ზოს ნგრე­ვა გა­მო­იწ­ვია უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებ­მა. კორ­პუს­ზე ნა­ხავ­დით მი­შე­ნე­ბულ აივ­ნებს, გა­და­კე­თე­ბულ ბი­ნებს, მა­გა­ლი­თად ერ­თო­თა­ხი­ა­ნი - ორო­თა­ხი­ან ბი­ნად და ა.შ. არ ვე­თან­ხმე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ მი­ღე­ბულ გა­ნა­ჩენს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი რა­მინ პა­პი­ძე.

ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პირ­ველ სარ­თულ­ზე ბი­ნის მე­პატ­რო­ნე და ამა­ვე ბი­ნა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბი და­ა­კა­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვა პირ­ველ სარ­თულ­ზე მზი­დი კედ­ლის გა­მო­ღე­ბამ გა­მო­იწ­ვია.