"ამ კაცს, როგორც ჩანს, გამჩენი არ ასვენებს..." - რას წერს ალეკო ელისაშვილი? - კვირის პალიტრა

"ამ კაცს, როგორც ჩანს, გამჩენი არ ასვენებს..." - რას წერს ალეკო ელისაშვილი?

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ პარ­ტი­ე­ბი "გირ­ჩი“ და "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“, "პრაქ­ტი­კუ­ლად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარტნი­ო­რე­ბი არი­ან და სამ­თავ­რო­ბო ბლოკს წარ­მო­ად­გე­ნენ", "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე პა­სუ­ხობს.

"დიდი ხა­ნია შე­ვეშ­ვი მსგავ­სი ტი­პის პო­ლი­ტი­კურ კინ­კლა­ო­ბებს, მარა ამ კაცს რო­გორც ჩანს, გამ­ჩე­ნი არ ას­ვე­ნებს. 2020 წელს ხუნ­და­ძეს­თან ერ­თად, "მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის ამ­ბო­ხის" მომ­წყო­ბი კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი მო­რალ­ზე რომ და­გი­წყებს ლა­პა­რაკს. თან ის ადა­მი­ა­ნი, სა­კუ­თა­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის სა­პატ­რო­ნედ, ხან ნა­ცე­ბის და ხან ოც­ნე­ბის კვო­ტით რომ დე­პუ­ტატ­დე­ბა და მისი ყო­ვე­ლი სა­დე­პუ­ტა­ტო რა­უნ­დი­სას, ხალ­ხის გა­ღა­რი­ბე­ბის ხარ­ჯზე, წამ­ლე­ბის ფა­სებს რომ აძ­ვი­რებს მხო­ლოდ. მოკ­ლედ ტრენ­დად იქცა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ან მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი რა­ი­მეს თუ ჩა­აფ­ლა­ვე­ბენ, ან არა­ნა­ი­რი გეგ­მა არ აქვთ კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის, მა­შინ­ვე იწყე­ბა ჩვენ­ზე ყვე­ლაფ­რის გად­მობ­რა­ლე­ბა. გე­გო­ნე­ბა, რამე არ­ნა­ხუ­ლი გეგ­მა ქონ­დეთ და­დე­ბუ­ლი და ვინ­მე უწუ­ნებ­დეს.მე­გობ­რე­ბო, 6 თქვე გვაქვს და ამ ექვს თვე­ში 12 პუნ­ქტი­ა­ნი და­ვა­ლე­ბა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი!!!" - წერს ელი­საშ­ვი­ლი.