უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი და ცოცხალი ძალა გაანადგურეს - კვირის პალიტრა

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი და ცოცხალი ძალა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი, ორი ოცეულის საყრდენი პუნქტები და უამრავი აღჭურვილობა გაანადგურა, ამის შესახებ საჰაერო ძალები იუწყება.

„კერძოდ, საჰაერო სარდლობა „აღმოსავლეთმა“ დნეპროპეტროვსკის რეგიონში შავი ზღვიდან გასროლილი „კალიბრის“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტიდან 6 გაანადგურა. დაახლოებით 20:00 საათზე დასავლეთის საჰაერო სარდლობამ მტრის კიდევ სამი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინული ავიაცია აგრძელებს მტრის შეტევას რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით და დამპყრობლების პოზიციებს დარტყმას აყენებს. კერძოდ, ბომბდამშენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა გაანადგურეს ორი საველე საწყობი, ორი ოცეულის საყრდენი პუნქტები, ოცამდე ერთეული ტექნიკა და რუსების ცოცხალი ძალა.

IPN