"საკითხავია, როგორ რეაგირებენ კრემლში, როცა თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს ატყუებს" - კვირის პალიტრა

"საკითხავია, როგორ რეაგირებენ კრემლში, როცა თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს ატყუებს"

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როდესაც მას ლუგანსკის რეგიონის სრული აღების შესახებ განუცხადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში ისაუბრა.

"სინამდვილეში, ბელოგოროვკა არ არის აღებული. ბელოგოროვკა კი ლუგანსკის ოლქია. საკითხავია: როგორ რეაგირებენ კრემლში, როცა თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს ატყუებს? ესე იგი, საჯაროდ შეიძლება მოიტყუო", - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მან წარმოადგინა აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლებული რუკა.

შეგახსენებთ, 3 ივნისს ლისიჩანსკში უკრაინელი სამხედროები იძულებულები გახდნენ, დაკავებული პოზიციებიდან უკან დაეხიათ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ლუგანსკის ოლქი სრულად „გათავისუფლებულია“.

IPN