"პოლიტიკოსების სიყვარული და გაკერპება ერთგვარი ავადმყოფობაა" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკოსების სიყვარული და გაკერპება ერთგვარი ავადმყოფობაა"

როდის ვღალატობთ ღმერთს - დავით შანიძის თვალსაზრისი

დავით შანიძე, ანსამბლების „გეორგიკასა“ და „ეგარის“ დამფუძნებელი თვლის, რომ რაც დღეს გვჭირს, ამ ყველაფრის მიზეზი გაუნათლებლობაა. მისი აზრით, მუდმივად სხვის იმედად ყოფნა გვავიწყებს, რა არის ჩვენი საკეთებელი და რა გვევალება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"უკვე ბევრი წელია, რაც მიდის მიზანმიმართული მუშაობა, რათა პატრიოტიზმის ცნება უმნიშვნელო გახდეს. რა წამსაც მოვიპოვეთ თავისუფლება, იქიდანვე დაიწყო ეს პროცესი და, ჩვენდა სავალალოდ, დღემდე გრძელდება. სამშობლო ჩემთვის შრომასა და თავდადებას, გულწრფელობასა და პატიოსნებას, საქმის კეთილსინდისიერად კეთებას ნიშნავს. რაც მთავარია, საკუთარი ადგილი უნდა იპოვო შენს ქვეყანაში და რაკი ვერ პოულობენ, იმიტომაც გარბიან სხვაგან..."

10644342-835955079848698-5490200830126999141-o-copy1-1657115001.jpg

" არიან ადამიანები, ვინც დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ - ცოტანი. ამიტომაც არის, რომ არაერთმა განსაცდელმა ერთეულების მხრებზე გადაიარა, მშრომელი და მიზანდასახული ადამიანების მხრებზე. ასეთების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა. ისეთ ადამიანებს ვგულისხმობ, როგორიც იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი...

სომხეთში ღვინის მუზეუმი გაიხსნა. ტურისტებს უმტკიცებენ, აქედან დაიწყო მეღვინეობის ტრადიციებიო. მათ მიზნად დაისახეს, მთელ მსოფლიოს გააგებინონ, თითქოს სომხეთია ღვინის სამშობლო და მიაღწევენ კიდეც, ასეთი შედეგი მოაქვს მიზანსწრაფულობას..."

14409515-10210464002494263-7140266319664047783-o-copy-1657114945.jpg

"ძლიერს მეტი პასუხისმგელობა აქვს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ სხვის მორევას და ჯობნას ძალით, გონებით თუ ნიჭით. რთულია იყო ძლიერი და შეინარჩუნო თავმდაბლობაც. ზოგჯერ თრითინებს, თაგვებსა და ციყვებსაც უნდათ იყვნენ ძლიერები, მაგრამ ლომები და ვეფხვები მაინც ვერ ხდებიან..."

"ღმერთზე მეტად რომ ვინმე შეგიყვარდება, უნდა დაფიქრდე, რა გჭირს. ამა თუ იმ ადამიანებისგან თვითონ ვქმნით კერპს მის საამებლად. ამ შემთხვევაში იმასაც ვღუპავთ და საკუთარ თავსაც. პოლიტიკოსების სიყვარული და გაკერპება ერთგვარი ავადმყოფობაა, სწორედ ამ დროს უნდა დაიწყო ექიმთან ან მოძღვართან სიარული და ამოშანთო ეს ავადმყოფობა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 7 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი