ვინ იყო კოტე მარჯანიშვილის შვილი და როგორ დაბრუნდა მამა-შვილის ფერფლი საქართველოში - კვირის პალიტრა

ვინ იყო კოტე მარჯანიშვილის შვილი და როგორ დაბრუნდა მამა-შვილის ფერფლი საქართველოში

რეჟისორ კოტე მარჯანიშვილსა და მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობ ნადეჟდა ჟივოკინას ერთადერთი შვილი კონსტანტინე (კოსტია) ჰყავდათ, რომელმაც თავისი საქმიანობა თეატრალურ სამყაროს არ დაუკავშირა. ის მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გახლდათ. მართალია, მამა-შვილს საერთო პროფესია არ ჰქონდა, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ორივეს თითქმის ერთნაირი "ხვედრი" ეწია...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა.

აკაკი კუჭუხიძე, რუსთაველის ეროვული თეატრის პიარ სამსახურის თანამშრომელი:

"კონსტანტინე კონსტანტინეს ძე მარჯანიშვილი რეჟისორის ერთადერთი შვილი იყო, რომელიც მას ახალგაზრდობაში შეეძინა მცირე თეატრის, ჟივოკინების დინასტიის წარმომადგენელ არაჩვეულებრივ, ულამაზეს მსახიობ ნადეჯდა ჟივოკინასთან. წყვილი მოსკოვში ცხოვრობდა. მარჯანიშვილი მთელ რუსეთში დადიოდა, სპექტაკლები რომ დაედგა, ცოლ-შვილი რომ ერჩინა და ამის გამო მას თავის შვილთან ხშირი და ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა..."

konstantine-konstantines-ze1-1657111750.jpg

"1921 წელს მარჯანიშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდა, ცოლად შეირთო ელენე დონაური. მიუხედავად ამისა, ნადეჟდა ბოლომდე აღმერთებდა მარჯანიშვილს, ამ უნიჭიერეს, უნიკალურ რეჟისორს და კარგად იცოდა მისი ფასი..."

nadezhda-zhivokina-shviltan-ertad-1657111701.jpg

"კონსტანტინე-უმცროსს მათემატიკური მეცნიერებისადმი განსაკუთრებული ნიჭი ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩნდა. მეცნიერებაში მთლიანად იყო ჩაძირული. დედა-შვილი მოსკოვში ცხოვრობდა. კონსტანტინე იქვე გარდაიცვალა. მისი მეუღლეც მეცნიერი იყო, მოსკოველი ელენა ბურლაკოვა. ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს იყო დიდი, "პლატონური სიყვარული"...

konstantine-marjanishvili-rezhisori1-1657111804.jpg

"ბედად ისე მოხდა, რომ ორივე მარჯანიშვილის ფერფლი ჩამოასვენეს, როგორც მამის, ისე მისი შვილის. ორივე დაწვეს და ორივე მარჯანიშვილი ასე "დაბრუნდა" თავის ქვეყანაში..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 7 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე