"გუშინ დათიკოს ბებო და შუათანა ძმა სანდრო ესტუმრნენ" - რას წერს თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"გუშინ დათიკოს ბებო და შუათანა ძმა სანდრო ესტუმრნენ" - რას წერს თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში?

ისრაელში მცხოვრები ქართველი, თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში შარტავას ქუჩაზე დაშავებული მოზარდის, დათი ქოქრაშვილის შესახებ წერს:

"გუშინ დათიკოს ბებო და შუათანა ძმა სანდრო ესტუმრნენ საქართველოდან. ესე გაახარეს ჩვენი ბიჭი. მეგობრებო, ისევ უნდა გავერთიანდეთ, რომ მალე გავაცილოთ დათი სამშობლოში. გვაქვს კლინიკაში დიდი დავალიანება და ვისაც რა შეგვიძლია უნდა დავუდგეთ გვერდით", - წერს ცხადაძე.