რას ჰყვება თემურ წიკლაურის შვილიშვილი, რომლის მუსიკალური ნამუშევარიც კოსმოსში გაიგზავნება - კვირის პალიტრა

რას ჰყვება თემურ წიკლაურის შვილიშვილი, რომლის მუსიკალური ნამუშევარიც კოსმოსში გაიგზავნება

4 ოქ­ტომ­ბერს ინ­გლი­სი­დან კოს­მოს­ში 30 მუ­სი­კა­ლუ­რი, 15-წა­მი­ა­ნი სიგ­ნა­ლი გა­იგ­ზავ­ნე­ბა. ამ სი­ა­ში შე­სუ­ლია მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი. მათ შო­რი­საა ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი­სა და მუ­სი­კო­სის ან­დრია გო­გი­ბე­დაშ­ვი­ლის მუ­სი­კაც.

რო­გორ მოხ­ვდა ან­დრი­ას ნა­მუ­შე­ვა­რი ამ პრო­ექ­ტში, რას ნიშ­ნავს ემო­ცი­უ­რად ეს ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნის­თვის და რა გა­და­ე­ცა ცნო­ბი­ლი ბე­ბია-ბა­ბუ­ის­გან - თე­მურ წიკ­ლა­უ­რი­სა და ლილი ზღვა­უ­რის­გან გე­ნე­ტი­კუ­რად, ამა­ზე ambebi.ge - ს ან­დრია უყ­ვე­ბა.

- უზ­ბე­კეთ­ში "სტი­ქია ფეს­ტი­ვა­ლი“ გა­ი­მარ­თა, მას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არა­ლის ზღვის ფსკერ­ზე ატა­რე­ბენ, რომ­ლის დიდი ნა­წი­ლიც ამ­ჟა­მად დამ­შრა­ლია. მისი დაშ­რო­ბა კი, ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო და ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოწ­ვე­ულ ერთ-ერთ უდი­დეს ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. ამი­ტომ, ფეს­ტი­ვა­ლის საყ­რდე­ნი ღერ­ძი, დედა-გული, რის­თვი­საც შე­იქ­მნა და არ­სე­ბობს, ეკო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. მი­აჩ­ნი­ათ, რომ არა­ლის ზღვის კა­ტას­ტრო­ფა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ასე მე­ტად გავ­რცელ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, მსოფ­ლი­ოს ეუბ­ნე­ბი­ან, ამ ფაქ­ტმა სა­მო­მავ­ლოდ რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს დე­და­მი­წას და ადა­მი­ა­ნებს.

ფეს­ტი­ვალ­ზე მე და ორმა ქარ­თველ­მა მუ­სი­კოს­მა - ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და­ვუ­კა­რით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მოს­წონთ ჩემი მუ­სი­კა... ერთ დღე­საც და­მი­კავ­შირ­დნენ და შე­მომ­თა­ვა­ზეს პრო­ექ­ტში "სტი­ქია ბი­ონთ“ ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი. ეს კი თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს 30 აუ­დიო და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რის კოს­მოს­ში გაგ­ზავ­ნას.

- ვი­ზუ­ა­ლურ­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა?

- მა­გა­ლი­თად, მენ­დე­ლე­ე­ვის ქი­მი­უ­რი სის­ტე­მა, ატ­ლა­სი და ა.შ. მოკ­ლედ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს, 30 აუ­დიო ნა­მუ­შე­ვარ­ში ჩემი მუ­სი­კაც ყო­ფი­ლი­ყო. ეს რე­ა­ლუ­რად 15-წა­მი­ა­ნი სიგ­ნა­ლე­ბია, რო­მე­ლიც ინ­გლი­სი­დან, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი რა­დი­ო­ტე­ლეს­კო­პი­დან გა­იგ­ზავ­ნე­ბა. ის ტე­ლეს­კო­პი კოს­მოს­ში რა­დი­ო­სიგ­ნა­ლებს აგ­ზავ­ნის. მოკ­ლედ, სე­რი­ო­ზუ­ლი რამ არის. აქვე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ამ სიგ­ნა­ლებს შო­რის ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რიც აღ­მოჩ­ნდა.

4 ოქ­ტომ­ბერს კი ეს ტრან­სმი­სია - ინ­გლი­სი­დან პლა­ნე­ტა K218B-ზე გა­იგ­ზავ­ნე­ბა. ეს მზის სის­ტე­მის გა­რეთ მყო­ფი პლა­ნე­ტაა და თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, ძა­ლი­ან ჰგავს დე­და­მი­წას. იქ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არის ატ­მოს­ფე­რო, წყა­ლი და სწო­რედ ამის გამო მას მე­ო­რე დე­და­მი­წას ეძა­ხი­ან.

ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ასე­თი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი გზი­თაც კი ფარ­თოდ გა­ავ­რცე­ლოს ინ­ფორ­მა­ცია ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფებ­ზე და იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბით, დე­და­მი­წას რა საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს.

- ე.ი. ამ სიგ­ნა­ლე­ბის გაგ­ზავ­ნის მი­ზა­ნია, დე­და­მი­წის მსგავს პლა­ნე­ტა­საც კი აც­ნო­ბოს ჩვე­ნი ეკო­საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ...

- კი. ამას­თა­ნა­ვე, დე­და­მი­წის მსგავს პლა­ნე­ტა­ზე რომ იგ­ზავ­ნე­ბა, ამა­საც გარ­კვე­უ­ლი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს... სიგ­ნა­ლი იქ 124 სი­ნათ­ლის წლის შემ­დეგ ჩავა, - დე­და­მი­წის დრო­ით, 2146 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს.

ეს როცა გა­ვი­გე, ვთქვი - რა მა­გა­რია, მაგ დრო­ის­თვის ხომ აღარ ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ იმ პლა­ნე­ტა­ზე ასე­თი ფორ­მით გავჩნდე­ბი-მეთ­ქი.

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა... სა­ერ­თოდ, საკ­ლუ­ბო მუ­სი­კას ქმნით?

- ვა­კე­თებ მო­სას­მენ მუ­სი­კას, უფრო ფო­ნურს, სა­რე­ლაქ­სა­ციო ხა­სი­ა­თის... კოს­მოს­ში გა­საგ­ზავ­ნი 15-წა­მი­ა­ნი სიგ­ნა­ლი აღე­ბუ­ლია ჩემი ერთი ცნო­ბი­ლი ტრე­კი­დან, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში გა­მო­ი­ცა. ეს არის მო­სას­მე­ნი, სა­რე­ლაქ­სა­ციო მუ­სი­კა. იხილეთ სრულად