"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ბუ­ნებ­რი­ვია, არ და­ზა­რალ­დე­ბა, საქ­მე ეხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას" - რას ამბობს არახამია სანქციებზე - კვირის პალიტრა

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ბუ­ნებ­რი­ვია, არ და­ზა­რალ­დე­ბა, საქ­მე ეხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას" - რას ამბობს არახამია სანქციებზე

უკ­რა­ი­ნის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის ლი­დე­რი და­ვით არა­ხა­მია აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის­თვის და არა “ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის...” ამის თა­ო­ბა­ზე ვი­დე­ოს 'ტვპირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს.

და­ვით არა­ხა­მი­ას თქმით, მაიკ მა­კ­ფოლ­მა სან­ქცი­ებ­ზე სა­უბ­რი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი გა­რე­მოც­ვა იგუ­ლის­ხმა...

"კარ­გი ამ­ბა­ვი მაქვს, მაკ ფოლ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უახ­ლო­ეს სან­ქცი­ე­ბის პა­კეტ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა სან­ქცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერ­თი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ.

პირ­ველ რიგ­ში მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ვამ­შვი­დო, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ბუ­ნებ­რი­ვია არ და­ზა­რალ­დე­ბა, საქ­მე ეხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას.

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის ერთ-ერთი პი­რო­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­აა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა დახ­მა­რე­ბა ოლი­გარ­ქის გავ­ლე­ნე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­სა და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ცხოვ­რე­ბა­ში.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რომ ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა და­ი­პყრო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბუ­ნებ­რი­ვია არის პრობ­ლე­მა, რო­გორ მოხ­დეს ამის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან მისი მი­ნი­მი­ზა­ცია.

ყვე­ლა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა კონ­ტროლ­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ. პო­ლი­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი, მთავ­რო­ბა, საკ­ვან­ძო სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი. ამი­ტომ სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო ამ ხა­ფანგს და­მო­უ­კი­დებ­ლად თავს ვერ და­აღ­წევს. სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ სა­კი­თხში და სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად და­გეხ­მა­რე­ბი­ან. ვე­ლო­დე­ბით ახალ ამ­ბებს, თვალს ვა­დევ­ნებთ სა­ინ­ფორ­მა­ციო სი­ახ­ლე­ებს ამე­რი­კი­დან და ევ­რო­კავ­ში­რი­დან", - ამ­ბობს არა­ხა­მია.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ რუ­სე­თის სან­ქცი­რე­ბის ჯგუ­ფის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა მაიკ მა­კ­ფო­ლიმ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მეს­თან“ გა­ნა­ცხა­და, რომ სან­ქცი­ე­ბის და­სა­წე­სებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ხილ­ვა იწყე­ბა.