"ვის შეუძლია ბორის ჯონსონის შეცვლა?" - The Spectator - კვირის პალიტრა

"ვის შეუძლია ბორის ჯონსონის შეცვლა?" - The Spectator

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ჯონსონის მიმართვიდან გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ბორის ჯონსონი ტოვებს მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობას.

„მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ. აშკარაა, ახლა საპარლამენტო „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ პარტიამ ახალი ლიდერი და, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება. დღეს დავნიშნე ახალი კაბინეტი, რომელიც იმუშავებს, რადგან მე დავრჩები მანამ, სანამ ახალი ლიდერი იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი მთავრობიდან 60-მდე ადამიანის წასვლა. გადადგომების სერია სამშაბათს საღამოს დაიწყო და პროცესი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით, რადგან აღმოჩნდა, რომ მას დაავიწყდა, რომ პინჩერის მანამდე ჩადენილი "არასათანადო" ქცევის შესახებ მის დანიშვნამდე ინფორმაცია მიაწოდეს.

გუშინ ავტორიტეტულ ბრიტანულ გამოცემა The Spectator-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ვის შეუძლია ბორის ჯონსონის შეცვლა?“ (ავტორი - სტივენ დესლი), რომელშიც, ბორის ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატების ვინაობაა მიმოხილული.

გთავაზობთ პუბლიკაცის შემოკლებით:

„ვის ავირჩევთ მის (ბორის ჯონსონის) შემცვლელად. „ბოჯო“ ქაოსის გამომწვევი „ჯაგერნაუტია“ - არავის ერიდება და პირდაპირ, ჯიქურ მიდის, მაგრამ ზოგიერთი მისი ალტერნატიული პიროვნება შეიძლება უარესიც კი გამოდგეს“, - წერს ავტორი.

სტატიაში დასახელებულია, თუ ვინ არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი: მაგალითად, უკვე გადამდგარი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, მისი ყოფილი კოლეგა ჯერემი ჰანტი, პარლამენტის წევრი ტომ ტუჰენდჰატი...

07072022-1623-1657196664.30_REC.png
ბენ უოლესი

„ყველაზე სერიოზული კანდიდატები შეიძლება იყვნენ ახლანდელი თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი და უკვე გადამდგარი ჯანდაცვის ექსმინისტრი საჯიდ ჯავიდი. ჩემთვის უხერხულია, რომ ერთხელ ბენ უოლესს გადადგომისაკენ საჯაროდ მოვუწოდე, თუმცა იგი შთამბეჭდავ ფიგურას წარმოადგენს. დასაფასებელია მისი მოქმედება და პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტის საკითხში რუსეთის წინააღმდეგ. ძლიერი პოზიციები აქვს საჯიდ ჯავიდსაც...

07072022-1623-1657196689.56_REC.png
საჯიდ ჯავიდი

მოკლედ, კონსერვატორები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ის, ვინც ბორის ჯონსონს შეცვლის, უარესი კი არ იქნება, არამედ - მას ზიანის გამოსწორების უნარიც ექნება და ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, სერ კირ სტარმერსაც „ადგილს მიუჩენს“. მაგრამ ვის აქვს ეს თვისებები?“, - ასეთი რიტორიკული კითხვით მთავრდება პუბლიკაცია. წყარო