"მიყვარხარ 30 წელია..." - დემნა გვასალია განმარტავს, ვის მიუძღვნა სასიყვარულო ბალადა "ბალენსიაგას" შოუზე - კვირის პალიტრა

"მიყვარხარ 30 წელია..." - დემნა გვასალია განმარტავს, ვის მიუძღვნა სასიყვარულო ბალადა "ბალენსიაგას" შოუზე

"ბა­ლენ­სი­ა­გას" ქარ­თველ­მა კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა, დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ 6 ივ­ლისს პა­რიზ­ში "ოტ კუ­ტი­ურ" კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა გა­მარ­თა. დემ­ნას­თვის მა­ღალ მო­და­ში ეს მე­ო­რე კო­ლექ­ცია იყო.

დი­ზა­ი­ნე­რის ამ შო­უ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნეს ისეთ­მა ვარ­სკვლა­ვებ­მა, რო­გო­რე­ბიც არი­ან ნი­კოლ კიდ­მა­ნი, ნა­ო­მი კემ­პბე­ლი, ბელა ჰა­დი­დი, დუა ლიპა, კიმ კარ­და­ში­ა­ნი და სხვე­ბი.

მო­დე­ლე­ბი დრა­მა­ტუ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე გა­მო­ვიდ­ნენ, თუმ­ცა მუ­სი­კის და­წყე­ბამ­დე გა­ის­მა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­ლა­და ფრან­გულ ენა­ზე.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი თარ­გმა­ნი გავ­რცელ­და (თარ­გმა­ნის ავ­ტო­რია ანა­ნო ბა­კუ­რა­ძე):

"მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ 30 წე­ლია. გე­ლო­დე­ბი მას შემ­დეგ, რაც 10 წელი შე­მის­რულ­და. ვფიქ­რობ­დი, ვინ ხარ ჩემ­თვის? რა გინ­და? ვხუ­ჭავ­დი თვა­ლებს და შენ­ზე ვფიქ­რობ­დი. მიყ­ვარ­ხარ. მიყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია. შე­იძ­ლე­ბა სულ მიყ­ვარ­დი. მიყ­ვარ­ხარ მთე­ლი ჩემი არ­სე­ბით. შენ იქ იყა­ვი, რო­დე­საც დე­და­ჩე­მი აუ­თო­ებ­და. შენ იქ იყა­ვი, რო­დე­საც ჩემი დარ­დე­ბი მჯობ­ნი­და. არ მყოფ­ნი­და გამ­ბე­და­ო­ბა, რომ შენ­თვის ეს მეთ­ქვა. არ მქონ­და სი­ტყვე­ბი, რომ არ მო­მე­ტყუ­ე­ბი­ნა. არას­დროს ვი­ცო­დი, რო­გორ აღ­მე­წე­რა ეს სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც შენ­თან მა­კავ­ში­რებ­და. ამ­ბა­ვი შემ­თხვე­ვი­თო­ბის გა­რე­შე. ამ­ბა­ვი დრო­ის მიღ­მა. სიყ­ვა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე. ეს იმე­დის იმი­ჯე­ბი. უკვე 30 წე­ლია, მიყ­ვარ­ხარ. მიყ­ვარ­დი გუ­ში­ნაც, მეყ­ვა­რე­ბი ხვა­ლაც. ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი".

ამ ლექსმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­ა­ჩი­ნა იმის შე­სა­ხებ, თუ ვის ეძღვნე­ბო­და ის. რო­გორც გა­მო­ცე­მა Vogue წერს, თა­ვად დემ­ნა გვა­სა­ლია გან­მარ­ტავს, რომ სი­ტყვე­ბი თა­ვის პრო­ფე­სი­ა­სა და ქმარს, ლო­იკს მი­უ­ძღვნა.

demnadaloiki-78363-1657263151.jpg
დემნა ლოიკთან ერთად

"მიყ­ვარ­ხარ - ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი სი­ტყვაა. მივ­ხვდი, რომ ჩემ­თვის მოდა ერ­თა­დერ­თი რა­მაა, რისი კე­თე­ბაც მიყ­ვარს და მინ­და, ეს საქ­მე სულ ვა­კე­თო.

ეს სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლი იყო იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს და იმ ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი, რო­მელ­საც ვქმნი. ორი­ვეს ეძღვნე­ბა", - ამ­ბობს დემ­ნა.

ცნო­ბის­თვის, დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ქმა­რი ფრან­გი მუ­სი­კო­სი ლოიკ გო­მე­სია. მათ 2017 წელს შვე­ი­ცა­რი­ა­ში იქორ­წი­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ბა­ლენ­სი­ა­გას" ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შო­უ­ე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის მუ­სი­კას ლო­ი­კი წერს. (წყარო)