"ბევრ ადამიანს ვძულვარ იმის გამო, რომ ჰგონიათ უპატივცემულოდ ვექცევი, მაგრამ სინამდვილეში..." - ბრედ პიტი დაავადებაზე, რომელიც წლებია სტანჯავს - კვირის პალიტრა

"ბევრ ადამიანს ვძულვარ იმის გამო, რომ ჰგონიათ უპატივცემულოდ ვექცევი, მაგრამ სინამდვილეში..." - ბრედ პიტი დაავადებაზე, რომელიც წლებია სტანჯავს

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა, ბრედ პიტ­მა, GQ-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სიძ­ნე­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რა. ბრე­დის თქმით, მას ნევ­რო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა აქვს, რო­მელ­საც "სა­ხის სიბრმა­ვეს" უწო­დე­ბენ (ცნო­ბის­თვის, ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რებს ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა უჭირთ).

პიტ­მა გან­მარ­ტა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უს­ვამთ მის­თვის პრო­სო­პაგ­ნო­ზი­ის დი­აგ­ნო­ზი, უკი­დუ­რე­სად უჭირს ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ე­ბის ამოც­ნო­ბა, რაც მისი თქმით, სხვებს უბიძ­გებს იფიქ­რონ, რომ ის სა­კუ­თა­რი თა­ვი­თაა შე­პყრო­ბი­ლი და თავს იკა­ტუ­ნებს, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბის ბრა­ლია.

"არა­ვის სჯე­რა ჩემი", - გა­ნუ­ცხა­და მან გა­მო­ცე­მას და დას­ძი­ნა, რომ სურს ისეთ ადა­მი­ანს შეხ­ვდეს და ესა­უბ­როს, ვი­საც იგი­ვე პრობ­ლე­მას­თან უწევს გამ­კლა­ვე­ბა.

ბრედ პიტს ად­რეც უთ­ქვამს Esquire-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რომ მას ხში­რად "ეგო­ისტსა" და "პა­ტივ­მოყ­ვა­რეს" უწო­დე­ბენ იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნებს ვერ სცნობს, ამი­ტომ სახ­ლში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს.

"ბევრ ადა­მი­ანს ვძულ­ვარ იმის გამო, რომ ჰგო­ნი­ათ უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ვექ­ცე­ვი. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ეგო­ის­ტი და ამ­პარ­ტა­ვა­ნი ვარ, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი რა­მაა. უბ­რა­ლოდ, მი­ჭირს სა­ხე­ე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა", - ამ­ბობს ბრე­დი. (გააგრძელეთ კითხვა)