ყაზახეთი დსთ-ს სავალუტო ხელშეკრულებას ტოვებს - კვირის პალიტრა

ყაზახეთი დსთ-ს სავალუტო ხელშეკრულებას ტოვებს

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოთაშორისო სავალუტო კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დამტკიცდეს 2013 წლის 25 ოქტომბერს მინსკში შედგენილი ოქმი 1995 წლის 26 მაისის სახელმწიფოთაშორისი სავალუტო კომიტეტის შექმნის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გადაწყვეტილება ძალაშია ხელმოწერის დღიდან, 8 ივლისიდან. კომიტეტი შეიქმნა სავალუტო ანგარიშსწორებისა და საკრედიტო ურთიერთობების სფეროში ორგანიზაციის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ასევე თანამეგობრობის ქვეყნების სავალუტო კანონმდებლობების დაახლოებისა და გაუმჯობესების მიზნით.

IPN