"გულითად ბოდიშს ვიხდით..." - სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"გულითად ბოდიშს ვიხდით..." - სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს

თბი­ლის­ში ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბის ("შინ ევ­რო­პის­კენ") ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლია" გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულს, ვინც უთ­ვა­ლა­ვი პრობ­ლე­მის და გა­სა­ჭი­რის მი­უ­ხე­და­ვად პო­უ­ლობს ძა­ლას, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძო­ლოს. თქვე­ნი შე­უ­პოვ­რო­ბა ის­ტო­რი­უ­ლია. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, არ დავ­კარ­გოთ, რა­მაც 20 ივ­ნისს 150 ათა­სი ადა­მი­ა­ნი რუს­თა­ველ­ზე მიგ­ვი­ზი­და - ერის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი იდეა - წინ, ევ­რო­პის­კენ და შინ, ევ­რო­პის­კენ.

3 ივ­ლი­სის მას­შტა­ბურ­მა პრო­ტეს­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს სა­მარ­თლი­ა­ნი კი­თხვე­ბი გა­უ­ჩი­ნა დე­მონ­სტრა­ცი­ის მიზ­ნებ­სა და გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­ინც რა მოხ­და მე­სა­მე აქ­ცი­ა­ზე?კამ­პა­ნია “შინ, ევ­რო­პის­კენ” მა­ი­სის მი­წუ­რულს და­ვი­წყეთ, მა­შინ, რო­დე­საც ჯერ თით­ქმის არა­ვის სჯე­რო­და, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ხე­ლოვ­ნუ­რად ნაკ­ვე­ბი გან­ზი­დუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ათი ათა­სო­ბით გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ანს ძა­ლის­ხმე­ვა გაგ­ვე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა. ვი­აზ­რებ­დით რა, რომ ეროვ­ნუ­ლი იდეა ნე­ბის­მი­ერ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­ზე დი­დია, ჩვენ ფარ­თოდ გავ­ხსე­ნით კარი სხვა­დას­ხვა სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, რათა ყვე­ლას შეძ­ლე­ბო­და, წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სის დაც­ვა­ში. აგ­რეთ­ვე და­ვა­წე­სეთ პრო­ტეს­ტის მკაც­რი ტაქ­ტი­კუ­რი ჩარ­ჩო - არა­ძა­ლა­დობ­რი­ო­ბა.

ჩვენ ახ­ლაც ვრჩე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის ერ­თგულ­ნი, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ შეც­დო­მებ­სა და ხარ­ვე­ზებს, რომ­ლებ­მაც ბევ­რი ინ­ტე­რე­სის და­ბა­ლან­სე­ბი­სა და კონ­სენ­სუ­სის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში თავი იჩი­ნეს. ამ მცდე­ლო­ბებ­მა მი­ით­ვი­სეს ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი აქ­ტო­რის­თვის - ხალ­ხის­თვის უნდა დაგ­ვეთ­მო, რათა 3 ივ­ლი­სის აქ­ცი­ის მი­მართ მო­ლო­დი­ნე­ბი სწო­რად გვე­მარ­თა. ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით, რომ უფრო მკა­ფი­ოდ და გა­სა­გე­ბად მიგ­ვე­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რათა მათ წი­ნას­წარ სცოდ­ნო­დათ, რის­თვის მო­დი­ოდ­ნენ აქ­ცი­ა­ზე. შეკ­რე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი, მთავ­რო­ბის სხდო­მის გა­უქ­მე­ბა, გა­და­ფა­რა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო გუნდს მიღ­მა შექ­მნილ­მა ცრუ მო­ლო­დინ­მა, რომ ოლი­გარ­ქია იმა­ვე დღეს და­ემ­ხო­ბო­და და ბრძო­ლაც დას­რულ­დე­ბო­და. გუ­ლი­თად ბო­დიშს ვიხ­დით და გპირ­დე­ბით, აღა­რა­ფერს და აღა­რა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, და­ე­მუქ­როს უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელ სუ­ლის­კვე­თე­ბას, რო­მე­ლიც სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბამ “შინ ევ­რო­პის­კენ” ყვე­ლა­ზე მკა­ფი­ოდ 20 ივ­ნისს გა­მო­ხა­ტა. ჩვე­ნი ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პი არის მშვი­დო­ბი­ა­ნი, არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი და ჩვენ­თვის არ­ცერ­თი მო­თხოვ­ნა, პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა თუ მის­წრა­ფე­ბა არ დგას ეროვ­ნულ იდე­ა­ზე - ევ­რო­პის კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე მაღ­ლა.ჩვენ არ უნდა გაგ­ვი­ფან­ტოს ყუ­რა­დღე­ბა ვიწ­რო­პარ­ტი­ულ­მა ინ­ტე­რე­სებ­მა და უნდა ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ 12 მო­თხოვ­ნა­ზე, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში ჩვენ გვჭირ­დე­ბა, შემ­დეგ კი ჩვენ­გან - ევ­რო­კავ­შირს.ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ 150 ათა­სი ადა­მი­ა­ნის გა­მოს­ვლით გა­მო­ხა­ტუ­ლი იდეა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 85%-ს აერ­თი­ა­ნებს.ჩვენ ვა­პი­რებთ, რომ სა­შუ­ა­ლო და გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი მხო­ლოდ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზე­ნა­ეს მი­ზანს და­ვუ­კავ­ში­როთ.ეს პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა თუ მას­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა. გთხოვთ, არ გა­ა­ნე­ლოთ თქვენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლის სურ­ვი­ლი.ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ!"