ინტერვიუ ქართულ ფანოღზე აცეკვებულ იტალიელ "ტიკტოკერთან": რას ამბობს პირად ცხოვრებასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ალესანდრო კარუზო?
იტალიელ ალესანდრო კარუზოზე უნდა მოგიყვეთ, რომელმაც ბოლო ერთი თვეა "ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოებით ქართველების გულები დაიპყრო. იტალიელი მამაკაცი ქართულ ფანოღური სიმღერების იმიტაციას აკეთებს და თან გატაცებით ცეკვავს...
როგორც გავარკვიეთ, ალესანდრო იტალიის ქალაქ ნაპოლიში ცხოვრობს, სადაც ტანსაცმლის მაღაზია აქვს და მისი ვიდეოების დიდი ნაწილი სწორედ იქ არის გადაღებული. გარუჯულ იტალიელ მაჩოს "ტიკტოკზე" ნახევარ მილიონამდე გამომწერი ჰყავს, მათ შორის ბევრია ქართველი...
AMBEBI.GE ალესანდრო კარუზოს იტალიაში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ქართული მედიის ყურადღებით ძალიან გაბედნიერდა და კმაყოფილი დარჩა. ამბობს, რომ მისი შემდეგი გაჩერება იქნება საქართველო...
- ძალიან მიყვარს მუსიკა და მსოფლიო ხალხთა სიმღერები. ვცეკვავ, აბსოლუტურად, ყველა სიმღერასა და მელოდიაზე. მაგრამ ქათული სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებულად მომაჯადოვებელია ისევე, როგორც ქართველი ხალხი. არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში, სიამოვნებით ჩამოვიდოდი.
- ქართული სიმღერების შესახებ საიდან გაიგეთ, იცნობთ ქართველებს?
- მუსიკა ჩემი გატაცებაა. საერთოდ ყველაფერს დიდი გატაცებით ვაკეთებ. ძალიან მომწონს სხვა და სხვა კულტურის გაცნობა, ყოველთვის ძიებაში ვარ. ნაპოლიში ბევრი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ, სამწუხაროდ, პირადად ძალიან ცოტას ვიცნობ... "ტიკტოკი" ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცებაა, ეს ყველაფერი მარტივად დავიწყე... ვარ ძალიან ბუნებრივი, როგორც ამ ვიდეოებში მხედავთ, ზუსტად ასეთი ვარ მე ცხოვრებაშიც. იხილეთ სრულად