"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ განცხადებაზე, რომ თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კე-გე-ბეს მეთოდები..." - კვირის პალიტრა

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ განცხადებაზე, რომ თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კე-გე-ბეს მეთოდები..."

დღეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ და ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ იქორ­წი­ნეს. სტა­ტუ­სებს თან ახ­ლდა მათი სა­ერ­თო ფოტო, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელ­ში ყოფ­ნი­სას გა­და­ი­ღეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი ჩა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ მაკა რაზ­მა­ძეს­თან გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ჭორი იყო, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ავ­რცე­ლეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის.

გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე:

"რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო იმ აბ­სურ­დულ და იმ სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს მე და ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლი ალა­სა­ნია დავ­ქორ­წინ­დით. ეს არის კე-გე-ბეს მე­თო­დე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნებს და მათ ღირ­სე­ბას აყე­ნე­ბენ დარ­ტყმას, დის­კრე­დი­ტა­ცი­ის გზით.

ეს კამ­პა­ნია არც ჩემს და არც ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი. ეს არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა. თუმ­ცა ისიც გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ აქვს ადა­მი­ანს უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა.

მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ტყუ­ი­ლი და კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა..." - გა­ნა­ცხა­და მან. გააგრძელეთ კითხვა