"თურმე ვცდებოდი...რა მაგარია ტელევიზიიდან რომ წამოვედი, ეს ყველაფერი უნდა მენახა" - რას წერს მაია ასათიანი "ინსტაგრამზე" - კვირის პალიტრა

"თურმე ვცდებოდი...რა მაგარია ტელევიზიიდან რომ წამოვედი, ეს ყველაფერი უნდა მენახა" - რას წერს მაია ასათიანი "ინსტაგრამზე"

ერთი წელი გავდა მას მერე, რაც ტელეეთერში აღარ ჩანს მაია ასათიანი.

როგორც ტელეწამვანი წერს, ეს პერიოდი მისთვის საოცარი გამოცდილების წელი იყო:

"…ერთი წელია ეთერში აღარ ვარ,საოცარი გამოცდილების წელი იყო, მგონი თავიდან ვისწავლე ცხოვრება წითელი შუქის გარეშე,რომ მეგონა აღარაფერი გამაოცებდა,თურმე ვცდებოდი! მუდმივად მკითხულობდნენ ისინი,ვის ცხოვრებაშიც არანაირი დამსახურება არ მაქვს,მკითხულობდნენ უბრალოდ,ადამიანურად…და ისინი ვის ცხოვრებაშიც “პროფილი” კარიერის მთავარი ორთქმავალი იყო,საერთოდ გაქრნენ…არადა 14 წელი ვიყავი ეთერში… რა მაგარია ტელევიზიიდან რომ წამოვედი, ეს ყველაფერი უნდა მენახა და მეგრძნო..ზუსტად ამას ვასწავლი ჩემი კოლეგების ახალ თაობას, მადლობის თქმა არ დააგვიანდეთ. და კიდევ …ღირსეული “ნახვამდის” თქვან იქ ,საიდანაც დაიწყეს!" - წერს ჟუტნალისტი.