"შვილის მკვლელს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ვაპატიე. მან საოცარი სიტყვები მითხრა..." - ტარიელ ხარხელაური მისი ცხოვრების უდიდეს ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"შვილის მკვლელს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ვაპატიე. მან საოცარი სიტყვები მითხრა..." - ტარიელ ხარხელაური მისი ცხოვრების უდიდეს ტრაგედიაზე

დიდი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი მკი­თხვე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს, სწო­რედ ამი­ტომ, მე­დი­ა­ში მისი თი­თო­ე­უ­ლი გა­მო­ჩე­ნა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არა­სო­დეს რჩე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იგი გა­და­ცე­მა "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორს" სტუმ­რობ­და, სა­დაც კი­დევ ერთხელ ილაპ­რა­კა მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დი­ის, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

პო­ე­ტის თქმით, პატ­რი­არ­ქმა მას მის­ცა ძალა, ადა­მი­ა­ნის­თვის, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდ და გა­უ­საძ­ლის ტკი­ვილ­ზე ამაღ­ლე­ბუ­ლი­ყო და შვი­ლის მკვლე­ლის­თვის მი­ე­ტე­ვე­ბი­ნა,

"ჩემი შვი­ლის მკვლელს ვა­პა­ტიე. იოლი არ იყო... ეს მოხ­და პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ. მან გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ ჩემი შვი­ლის ორ­მო­ცამ­დე, წინა დღე­ებ­ში შევ­ხვედ­რო­დი მას. მან მთხო­ვა, რომ მო­მე­ყო­ლა შვი­ლის შე­სა­ხებ, როცა ვი­სა­უბ­რეთ, მი­თხრა, ახლა თქვენ გაც­ვა­ლეთ მამა-შვი­ლო­ბა, ის არის მამა, შენ ხარ შვი­ლიო. ის წა­ვი­და შენ მა­გივ­რად, შენ კი შენი მი­სია უნდა შე­ას­რუ­ლო, რაც ამ წუ­თი­სო­ფელ­ში გა­ვა­ლი­აო. არ მქონ­და უფ­ლე­ბა ეს არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. სხვა­ნა­ი­რად, სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე და სხვა­ნა­ი­რად მი­ვუ­დე­ქი ამ სა­კითხს. ახლა მე დე­და­მი­წის ზურ­გზე არა­ვის სი­ძულ­ვი­ლი არ შე­მიძ­ლია, მათ შო­რის არც ჩემი შვი­ლის მკვლე­ლის. მე მას პი­რა­დად არ შევ­ხვედ­რი­ვარ. 10 წელი ჰქონ­და მკვლე­ლო­ბის­თვის მის­ჯი­ლი და მო­ი­ხა­და. რომ ვნა­ხო, არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ მექ­ნე­ბა, ალ­ბათ. ხევ­სუ­რებს ასე­თი წესი გვაქვს, თუ მკვლე­ლი სას­ჯელს იხ­დის, შენ შუ­რის­ძი­ე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს. სის­ხლის და­ნახ­ვა ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლე­ბაა. ცხვარ­ში ვი­ა­რე 12 წელი და ცხვა­რი არ და­მიკ­ლავს, ქა­თა­მი არ და­მიკლვას, ერ­თა­დერ­თი ტო­რო­ლა შე­მო­მაკ­ვდა შემ­თხვე­ვით და ის მაქვს სა­ნა­ნებ­ლად, იმ ფრინ­ვე­ლის ვალი მაქვს, იმის ცოდ­ვა მა­წევს." - თქვა ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურ­მა.

წყარო