"აუფეთქა" თუ არა ბორის ჯონსონს სკანდალი პუტინმა?! - კვირის პალიტრა

"აუფეთქა" თუ არა ბორის ჯონსონს სკანდალი პუტინმა?!

"კვირის პალიტრა" ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მინდა გკითხოთ. მან დატოვა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი, შემოდგომიდან კი პრემიერის თანამდებობასაც დატოვებს. ბევრი მიიჩნევს, რომ იმ სკანდალის უკან, რომელიც მას აუგორეს, რუსეთი დგას და ეს უკრაინის თაობაზე მის პრინციპულ პოზიციას უკავშირდება?

- უპირველესად ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, მისი წასვლა უკრაინისადმი ბრიტანეთის დამოკიდებულებაში არაფერს შეცვლის და ეს მასშტაბური მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. ბორის ჯონსონი იმიტომ ატარებდა ამგვარ მკაცრ ანტირუსულ პოლიტიკას, რომ ის იყო ბრიტანეთის პრემიერი და არა იმიტომ, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. მართალი გითხრათ, მას მე სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი. რაც შეეხება იმას, რომ მასთან დაკავშირებული სკანდალების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს, ჩემი აზრით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ამ ადამიანს რაღაც-რაღაცები შეეშალა, მათ შორის ის, რომ ხვდებოდა რუს ოლიგარქს, რომელიც ოდესღაც იყო რუსული დაზვერვის ოფიცერი და თან ამას მალავდა. ასეთ რამეს რომ აკეთებ, უნდა იცოდე, რომ ეს შეიძლება ოდესღაც ვიღაცამ გამოიძიოს და "აგიფეთქოს". ეს დასავლეთია, იქ არაფერი იმალება, ამასთანავე, დასავლური საზოგადოება ვერ იტანს ტყუილს და ამას მით უფრო არ ჰპატიობენ პოლიტიკოსებს. ასეთი დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნის პრემიერი როცა ხარ, წლების წინაც კი თუ გაქვს მსგავსი რამ გაკეთებული, უნდა იცოდე, რომ მშვიდად ვერასდროს იქნები... ვიმეორებ, იდგა თუ არა ამ ყველაფრის უკან რუსეთი, მეორეხარისხოვანია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ვინც უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერი, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც აქამდე ჰქონდა ქვეყანას. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად