"ფეისბუქიდან" გავიგე ლევანის გარდაცვალების ამბავი... ეს ჯოჯოხეთია" - რას ამბობს ლევან კბილაშვილის დედა შვილის გარდაცვალების მიზეზზე - კვირის პალიტრა

"ფეისბუქიდან" გავიგე ლევანის გარდაცვალების ამბავი... ეს ჯოჯოხეთია" - რას ამბობს ლევან კბილაშვილის დედა შვილის გარდაცვალების მიზეზზე

23 ივ­ნისს, 31 წლის ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. მე­გობ­რებ­მა მას შემ­დეგ, რაც მათ ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და, შინ მი­ა­კი­თხეს და სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს.

იმ­ჟა­მად გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის უამ­რა­ვი ვერ­სია გავ­რცელ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ კო­ვი­დის შემ­დეგ ძვლის დაშ­ლა და­ე­მარ­თა. თუმ­ცა ლე­ვანს წინა დღეს კონ­ცერ­ტი ჰქონ­და, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რა...

"იმე­დის კვი­რას­თან“ ლე­ვა­ნის დედა მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტი და ანევ­რიზ­მა გახ­და. ქალ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ შვი­ლის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ი­ტყო...

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შვი­ლი იყო, ძა­ლი­ან კე­თი­ლი... რა­ღაც­ნა­ი­რი ხი­ფა­თი­ა­ნი ბავ­შვი იყო, დაჯ­დე­ბო­და სკამ­ზე და სკა­მი ტყდე­ბო­და... მას შემ­დეგ, რაც სიმ­ღე­რის ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა, შინ სულ მღე­რო­და", - ამ­ბობს გა­და­ცე­მა­ში ქალ­ბა­ტო­ნი მე­ლი­ტა.

დე­დის ნა­ამ­ბო­ბით, შემ­დეგ იყო რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლის სტუ­დია, სა­დაც პირ­ვე­ლი­ვე მოს­მე­ნის შემ­დეგ ისე მო­ე­წო­ნათ, რომ მა­შინ­ვე აიყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ჯე­ოს­ტარ­შიც“ სცა­და ბედი, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა...

"ერთი ჩან­თა აიღო და წა­ვი­და, პატ­რი­არ­ქის და­ლოც­ვი­ლი წა­ვი­და "რუ­სულ ვო­ის­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. შემ­დეგ ლე­ვა­ნის მე­გობ­რებს ლუბა უს­პენ­სკა­ი­ას­თან სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი აღ­მო­აჩ­ნდათ, რო­მელ­მაც ჩემი შვი­ლი ლუ­ბას და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­იყ­ვა­ნა. იმ სა­ღა­მოს თურ­მე მარ­ტო ლე­ვა­ნის უს­მენ­დნენ...

რუ­სეთ­ში იმი­ტომ არ ჩა­სუ­ლა, რომ რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვი გამ­ხდა­რი­ყო და რუ­სუ­ლად ემ­ღე­რა. ქარ­თულ სიმ­ღე­რებს მღე­რო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას გეგ­მავ­და და ალ­ბო­მის აქ ჩა­წე­რას. თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია ალ­ბო­მი. გააგრძელეთ კითხვა