"გაჩნდა ნეკროზის ახალი კერა. დათის კიდევ სჭირდება მე - 11 ოპერაცია" - მამა- შვილის შეხვედრის ემოციური კადრები - კვირის პალიტრა

"გაჩნდა ნეკროზის ახალი კერა. დათის კიდევ სჭირდება მე - 11 ოპერაცია" - მამა- შვილის შეხვედრის ემოციური კადრები

ისრაელში მცხოვრები ქართველი, თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში შარტავას ქუჩაზე დაშავებული მოზარდის, დათი ქოქრაშვილის შესახებ წერს და მამა-შვილის შეხვედრის ამსახველ ვიდეოს ასაჯაროებს:

"მეგობრებო, 1 კვირის წინ პატარა დათი გადაიყვანეს რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში. ჯერ ძალიან ადრე იყო მისი გადაყვანა, რადგან ისევ ღია აქვს ჭრილობები. ამიტომ ვეჭვობთ, რომ ეს დავალიანების გამო მოხდა.ჭრილობა, რომელიც თითქმის მთელი თვე სუფთა იყო და უკვე ვაკუუმის დადებას აპირებდნენ, გადაყვანიდან 4 დღეში დაინფიცირდა თავიდან. გაჩნდა ნეკროზის ახალი კერა. დათის კიდევ სჭირდება მე-11 ოპერაცია და ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, მისთვის თითოეული შეკელიც კი მნიშვნელოვანია. პარასკევამდე იქნებ მომაწოდოთ ვინც რას შეძლებთ, უმორჩილესად გთხოვთ", - წერს თეა ცხადაძე.