რა დეტალები ხდება ცნობილი ზელენსკისა და ერდოღანის სატელეფონო საუბრიდან? - კვირის პალიტრა

რა დეტალები ხდება ცნობილი ზელენსკისა და ერდოღანის სატელეფონო საუბრიდან?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

ლიდერებმა უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ საკითხები განიხილეს.

"მქონდა საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მადლობა გადავუხადე რუსული აგრესიის მსხვერპლთან დაკავშირებით თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ჩვენ თურქეთის მხარდაჭერას ვაფასებთ. განვიხილეთ უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ საკითხები", - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა. მათ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესახებ ისაუბრეს.

"ინტერპრესნიუსი"