"მიშა ძა­ლი­ან ცო­ტას, ჩი­ტი­ვით ჭამს, არც კი ვიცი, რა შე­ვურ­ჩი­ოთ" - რას ამბობს გიული ალასანია შვილის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"მიშა ძა­ლი­ან ცო­ტას, ჩი­ტი­ვით ჭამს, არც კი ვიცი, რა შე­ვურ­ჩი­ოთ" - რას ამბობს გიული ალასანია შვილის მდგომარეობაზე?

"უკვე დიდი ხა­ნია მი­მაჩ­ნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამ­დე­ნი ხანი შე­იძ­ლე­ბა მის­მა ჯან­მრთე­ლო­ბამ გა­უძ­ლოს", - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ "ვი­ვა­მე­დის” კლი­ნი­კა­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ცი­ლო­ვან საკ­ვებს, რო­მე­ლიც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვერ იღებს.

"მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დიდ ცვლი­ლე­ბებს ვერ ვამ­ჩნევ, თუ ექ­სპერ­ტებ­მა ამ საქ­მე­ში ჩარ­თვა­ში თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­დეს, ძა­ლი­ან კარ­გია, ად­ვო­კატს ეს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აჩ­ნია. უკვე დიდი ხა­ნია მი­მაჩ­ნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამ­დე­ნი ხანი შე­იძ­ლე­ბა მის­მა ჯან­მრთე­ლო­ბამ გა­უძ­ლოს.

საჭ­მლის საქ­მეც ცუ­დად გვაქვს, ძა­ლი­ან ცო­ტას, ჩი­ტი­ვით ჭამს, არც კი ვიცი, რა შე­ვურ­ჩი­ოთ. ცი­ლო­ვა­ნი საჭ­მე­ლი სჭირ­დე­ბა, რო­მელ­საც ვერ იღებს, ხორ­ცის გა­გო­ნე­ბაც არ უნდა”, - აღ­ნიშ­ნა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.