"შესაძლოა დიდი მიწისძვრა მოხდეს... ამიტომ ვსაუბრობ გახშირებულ მშენებლობებზე..." - რას ამბობს თეა გოდოლაძე? - კვირის პალიტრა

"შესაძლოა დიდი მიწისძვრა მოხდეს... ამიტომ ვსაუბრობ გახშირებულ მშენებლობებზე..." - რას ამბობს თეა გოდოლაძე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს რამ­დე­ნი­მე მი­წისძვრა მოხ­და. ძი­რი­თა­დი ეპი­ცენ­ტრი სო­ფე­ლი სა­მე­ბა იყო. დღეს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ბიძ­გე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გამ­თე­ნი­ი­სას და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ბიძ­გე­ბი იყო (4.8).

გახ­შირ­და თუ არა რე­ა­ლუ­რად მი­წისძვრე­ბი ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე და კი­დევ სად არის სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ად­გი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში - ამ კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ "დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის" ხელ­მძღვა­ნელს თეა გო­დო­ლა­ძეს:

- ქალ­ბა­ტო­ნო თეა, გახ­ში­რე­ბულ მი­წისძვრებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ ჯერ კი­დევ 2014 წელს ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ახ­სე­ნებ­დით, რომ მა­შინ მყინ­ვარწვერ­ზე სა­ათ­ში 400 მი­წისძვრა ხდე­ბო­და...

- დიახ, ამ­ჯე­რად ნამ­დვი­ლად არ არის ისე გახ­ში­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბი, შეშ­ფო­თე­ბას რომ იწ­ვევ­დეს... შე­საშ­ფო­თე­ბე­ლი რომ იყოს, მო­სახ­ლე­ო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაფრ­თხი­ლებ­დით. დიახ, 2021 წლის მა­ი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჯა­ვა­ხე­თის ქედ­ზე 11 961 მი­წისძვრა მოხ­და, მაგ­რამ ეს კარ­გია, ასე რომ ხდე­ბა. და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო მი­წისძვრის ხარ­ჯზე სე­ის­მუ­რი ენერ­გია თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ასე რომ, პი­რი­ქით უკე­თე­სია ერთი დიდი მი­წისძვრა რომ არ ხდე­ბა...

ახლა გახ­ში­რე­ბუ­ლი მი­წისძვრე­ბი იმი­ტომ გვგო­ნია, ჩვე­ნი ცენ­ტრი გან­ვი­თარ­და და მო­სახ­ლე­ო­ბას მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა ყო­ვე­ლი მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შე­სა­ხებ... ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვე­ბიო და ამ თე­მა­ზე რომ ვინ­მემ სე­რი­ო­ზუ­ლად სა­უ­ბა­რი და­ი­წყოს, გავ­ბრაზ­დე­ბი კი­დეც... ეს არის პრო­ცე­სი, რომ­ლის ჩა­რე­ვაც, მარ­თვაც ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია და არ შე­ეძ­ლე­ბა უახ­ლო­ე­სი მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში!

არც სო­ფელ სა­მე­ბა­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი მი­წისძვრე­ბი გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბო­და გე­ოგ­რა­ფია რომ უკე­თე­სად გვეს­წავ­ლა თა­ვის დრო­ზე და უკე­თე­სი გე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო რომ გვქო­ნო­და... იხილეთ სრულად