ხაშურთან მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოყვა - კვირის პალიტრა

ხაშურთან მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოყვა

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა ხაშურის გასასვლელში, რესტორან ,,დიაოხის“ სიახლოვეს მოხდა.

საავტომობილო გზაზე მოძრავი ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად სხეულის უმძიმესი ხარისხის დაზიანებები მიიღო მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, ხაშურში მცხოვრებმა 25 წლის მამაკაცმა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"