"ბინები მაქვს ბათუმსა და ბაკურიანშიც, თუმცა მთავარი სურვილი ამ ბინაში ავიხდინე" - როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის სახლი საბურთალოზე? - კვირის პალიტრა

"ბინები მაქვს ბათუმსა და ბაკურიანშიც, თუმცა მთავარი სურვილი ამ ბინაში ავიხდინე" - როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის სახლი საბურთალოზე?

მომ­ღე­რა­ლი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი სა­ბურ­თა­ლო­ზე, აბუ­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში ცხოვ­რობს. ბინა და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ შე­ი­ძი­ნა და სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­ა­წყო. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა დე­ტალ­ზე თა­ვად იფიქ­რა და დღეს აქ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობს თავს. ხში­რად იღებს სტუმ­რებს და სა­კუ­თა­რი ხე­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­თაც უმას­პინ­ძლდე­ბა. რის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩია მომ­ღე­რალ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, რა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა რე­მონ­ტის დროს და რა შე­დე­გი მი­ი­ღო, ამას თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა.

- სახ­ლი, რო­მელ­შიც მა­ნამ­დე ვცხოვ­რობ­დი, დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. იმ­დე­ნად შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი იქა­უ­რო­ბას, ცოტა გა­მი­ჭირ­და ახალ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ჩემი ხე­ლით და ძა­ლის­ხმე­ვით გა­ვა­კე­თე ყვე­ლა­ფე­რი, ეს და­მეხ­მა­რა, მალე შემყვა­რე­ბო­და აქა­უ­რო­ბაც. მე თვი­თონ დავ­დი­ო­დი მა­სა­ლებ­ზე, ავე­ჯზე, ვა­კონ­ტრო­ლებ­დი ყვე­ლა დე­ტალს, ვგეგ­მავ­დი ინ­ტე­რი­ერს, ანუ უკვე იმ­დე­ნი ვიზ­რუ­ნე ამ სახლზე, მალე შე­მიყ­ვარ­და და მო­ვერ­გე აქა­უ­რო­ბას. ადაპ­ტი­რე­ბა გა­მი­ჭირ­და იმ კუ­თხით, რომ აქ უცებ მარ­ტო აღ­მოვ­ჩნდი. მა­ნამ­დე მშობ­ლებ­თან და დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი, ისი­ნი ზრუ­ნავ­დნენ ჩემ­ზე. ეს კი­დევ სხვა კომ­ფორ­ტია.

ძა­ლი­ან მყუდ­რო ბი­ნაა, და­დე­ბი­თი აუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი, ხე­დიც სა­ო­ცა­რია. ამ ხედს ვე­ძა­ხი ან­ტი­დეპ­რე­სანტს, რად­გან პან­დე­მი­ის რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქ ყოფ­ნამ და ამ ხე­დის ცქე­რამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა. ღა­მეც ფან­ტას­ტი­კუ­რია. ხში­რად მო­დი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი და ამ­ბო­ბენ, რომ ამ სახ­ლს, აი­ვანს დიდი მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა და აურა აქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. მე მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ მთა­ვა­რია სი­ნათ­ლე, სიყ­ვა­რუ­ლი და აურა, რი­თაც ხვდე­ბი სტუ­მარს.

- რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ბი­ნის შერ­ჩე­ვი­სას, რის მი­ხედ­ვით არ­ჩევ­დით სა­ცხოვ­რე­ბელს?

- ეს ბინა ორი წლის წინ შე­ვი­ძი­ნე. არც ისე­თი მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა ბი­ნის შერ­ჩე­ვა, რო­გორც მე­გო­ნა. რაც მთა­ვა­რია, კორ­პუ­სი ხა­რის­ხი­ა­ნად შენ­დე­ბო­და, ად­გი­ლი იყო ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი და სა­სურ­ვე­ლი, ოთა­ხე­ბი - კარ­გად გან­ლა­გე­ბუ­ლი და ნა­თე­ლი. ბინა ზუს­ტად იმ ვა­დებ­ში ჩა­მა­ბა­რეს, რა­ზეც შევ­თან­ხმდით. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ამ კომ­პა­ნი­ის პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს და სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, რად­გან მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ მა­ნახ­ვა, რომ წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ხალ­ხია. უკვე ექ­ვსი თვეა ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ.

- რე­მონ­ტის პრო­ცე­სი რო­გორ წა­რი­მარ­თა?

- ო, ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო. რე­მონ­ტი პან­დე­მი­ამ­დე და­ვი­წყე და მა­შინ ბევ­რად უკე­თე­სი სი­ტუ­ა­ცია იყო. ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ მქონ­და, როცა პან­დე­მი­ამ იფეთ­ქა და ამან ცოტა შე­მა­ფერ­ხა. რე­მონ­ტი რთუ­ლი, მაგ­რამ აზარ­ტუ­ლი პრო­ცე­სია... იხილეთ სრულად