"ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს" - კვირის პალიტრა

"ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს"

თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, გაურკვეველია მიაწოდა თუ არა ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი სისტემები, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს "ინფორმაცია", რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ირანი ამისთვის ემზადება.

"ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა.

IPN