"გა­მა­ყო­ლეს შე­ვარ­დნა­ძეს ფოთ­ში. მთე­ლი ცეკა-ტეკა, დაც­ვა, სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო და ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... " - ედუარდ შევარდნაძის და სანდრა რულოვსის პირადი ფოტოგრაფის მოგონებები - კვირის პალიტრა

"გა­მა­ყო­ლეს შე­ვარ­დნა­ძეს ფოთ­ში. მთე­ლი ცეკა-ტეკა, დაც­ვა, სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო და ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... " - ედუარდ შევარდნაძის და სანდრა რულოვსის პირადი ფოტოგრაფის მოგონებები

"ფო­ტოგ­რა­ფია ენით აუ­წე­რე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა“, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან შე­ე­ყა­რა, - "ზე­ნიტს“ ვინ მა­ღირ­სებ­და, მა­მი­სე­უ­ლი "ზორ­კით“ ვი­ღებ­დიო... მერე მა­მი­დამ გან­ვა­დე­ბით შე­ი­ძი­ნა მის­თვის სა­ნატ­რე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, ასე შე­ა­ბი­ჯა ფო­ტოგ­რა­ფი­ის სამ­ყა­რო­ში, თა­ვი­სი ად­გი­ლი იპო­ვა, და­ი­წყო და აღარ გა­ჩე­რე­ბუ­ლა... მის­თვის ხში­რად უთ­ქვამთ, რომ უნი­ვერ­სა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფია, ვი­ნა­ი­დან პორ­ტრეტ­საც იღებს, პე­ი­ზაჟ­საც, სპორ­ტსაც, ჟან­რულ და აბ­სტრაქ­ტულ ფო­ტო­ებ­საც, თუმ­ცა თა­ვად მკაც­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი და თვითკრი­ტი­კუ­ლია, ამ­ბობს, რომ მისი არც ერთი ფოტო არ მოს­წონს და ყვე­ლა მათ­გა­ნის უკან ავ­ტო­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იმა­ლე­ბა.

"ჩემ­თვის ფო­ტოგ­რა­ფია ყვე­ლა­ფე­რია. ცოტა ახალ­გაზ­რდა როცა ვი­ყა­ვი, ფო­ტო­ა­პა­რატ­თან ერ­თად ვი­ძი­ნებ­დი, ის ჩემი ძი­ლის წა­მა­ლი იყო, "ნი­კო­ნე­ბის“ ძვე­ლი მო­დე­ლე­ბი მაქვს და იმით ვმუ­შა­ობ. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? მთა­ვა­რია ხედ­ვა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, რო­მე­ლიც სხვას არ აქვს, და­ნარ­ჩე­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია“.

და ამ იშ­ვი­ა­თი ხედ­ვით, რო­მე­ლიც "სხვას არ აქვს“, ათე­უ­ლი წლე­ბია სა­ო­ცარ კად­რებს აღ­ბეჭ­დავს და ჩვე­ნამ­დე ლა­მაზ ამ­ბე­ბად მო­აქვს. ყვე­ლა კადრს რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქვს სახ­სო­ვა­რი ფო­ტოგ­რაფ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც 1980 წელს მსოფ­ლი­ოს 100 სა­უ­კე­თე­სო ფო­ტოგ­რაფს შო­რის და­სა­ხელ­და. ამ­ჟა­მად მე-18 წიგნ-ფო­ტო­ალ­ბომ­ზე მუ­შა­ობს, რო­მელ­საც "მოგ­ზა­უ­რო­ბა აჭა­რა­ში“ და­არ­ქვა.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ეტა­პი მის ცხოვ­რე­ბა­ში მა­ინც ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პერ­სო­ნა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფო­ბა იყო, ვის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი სერ­გო ედი­შე­რაშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნებს.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ფო­ტო­სამ­ყა­რო­შიფო­ტოგ­რა­ფი­ამ ბავ­შვო­ბი­დან გა­მი­ტა­ცა. მა­მი­სე­უ­ლი "ზორ­კით“ და­ვი­წყე გა­და­ღე­ბა. მე-9 კლას­ში, სკო­ლა­ში ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ფო­ტო­მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბი - დი­რექ­ტორ­მა აივ­ნის ქვეშ გა­მოგ­ვი­ყო ლა­ბო­რა­ტო­რია და ფი­რებს იქ ვამ­ჟღავ­ნდებ­დი. ჩემი პირ­ვე­ლი ფოტო გა­ზეთ "ნორჩ ლე­ნი­ნელ­ში“ და­ი­ბეჭ­და. სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი შრო­მის გმი­რებ­თან იყო შეხ­ვედ­რა და რო­გორც მოყ­ვა­რუ­ლი, ისე ვი­ღებ­დი ფო­ტო­ებს. გა­ზეთ “ნორ­ჩი ლე­ნი­ნე­ლი­დან“ მო­სუ­ლი იყო კო­რეს­პო­დენ­ტი მზია კოჭ­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი, მან მთხო­ვა, ფო­ტო­კო­რეს­პო­დენ­ტი არ მახ­ლავს, იქ­ნებ ამ შეხ­ვედ­რი­დან ერთი ფოტო მოგ­ვცეო. უარს ხომ არ ვე­ტყო­დი და მე­ო­რე დღეს ავუ­ტა­ნე ჩემი ფო­ტო­ე­ბი. მე­სა­მე დღეს კი ვნა­ხე გა­ზეთ­ში მი­ნა­წე­რით - "ფოტო სერ­გო ედი­შე­რაშ­ვი­ლის“. ეს იყო უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი, 100-მდე გა­ზე­თი მა­ინც ვი­ყი­დე და ვუ­რი­გებ­დი ნაც­ნობ-მე­გობ­რებს.

ეს იყო ფო­ტოგ­რა­ფი­ით ჩემი გა­ტა­ცე­ბის და­სა­ბა­მი. მერე იმა­ვე გა­ზეთ­მა მთხო­ვა და მეც და­ვი­წყე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი არ გვქონ­და, რა­ღაც დრო­ის მერე, მა­მი­დამ გან­ვა­დე­ბით მი­ყი­და "ზე­ნი­ტი“, 67 მა­ნე­თი ღირ­და. სკო­ლა როცა და­ვამ­თავ­რე, უკვე მო­თხოვ­ნა­დი ფო­ტოგ­რა­ფი ვი­ყა­ვი.

"ეს ენით აღუ­წე­რე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა“ფო­ტოგ­რა­ფია ენით აღუ­წე­რე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, ჟინს გიმ­ძაფ­რებს. სულ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი სხვე­ბის ნა­მუ­შევ­რებს, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ იღებ­დნენ ფო­ტო­ებს სა­ა­კო­ვი და სხვე­ბი. სკო­ლა როცა და­ვამ­თავ­რე, ქალ­ბა­ტონმა ნარ­გი­ზა მგე­ლა­ძემ მი­თხრა, სერ­გო, იქ­ნებ ჩვენ­თან, "ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტში“ მოხ­ვი­დეო. იქ 1 წელი ვი­მუ­შა­ვე, მერე არ­მაზ სა­ნებ­ლი­ძემ წა­მიყ­ვა­ნა თა­ვის­თან (იმ­ხა­ნად "მო­ლო­ძი­ოჟ გრუ­ზი­ის“ რე­დაქ­ტო­რი და ჩემი ახ­ლო­ბე­ლი იყო). ისე გა­ვით­ქვი სა­ხე­ლი, რომ მოს­კო­ვის ბი­უ­როს სპეც­კო­რი გავ­ხდი - ძა­ლი­ან დიდი სა­ა­გენ­ტო იყო სსრკ-ში, რომ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ქარ­თვე­ლი კაცი, ილა­რი­ონ ხუ­ციშ­ვი­ლი იყო. ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ერთი წლით გა­და­ა­დე­ბი­ნეს ჩემი ჯარ­ში წაყ­ვა­ნა და ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. აუუ, რა ლექ­სებს ვწერ­დი, იცით? რა­ტომ არ შე­ვი­ნა­ხე... ახლა რომ მომ­კლა, ორ სი­ტყვას ვერ გა­და­ვა­ბამ. იმ­ჟა­მად ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ვი­ყა­ვი (იცი­ნის). 3 კურ­სი გა­ვი­ა­რე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო სტუ­დი­ა­ში, მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, რე­ჟი­სუ­რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და...

ჯარ­ში წა­ვე­დი, მერე აქე­დან რე­კო­მენ­და­ცია გა­მი­წი­ეს და პირ­და­პირ ლო­მო­ნო­სოვ­ში ჩა­ვა­ბა­რე ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე.

რო­გორ გავ­ხდი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფიჯა­რის შემ­დეგ, ინ­სტი­ტუ­ტიც რომ და­ვამ­თავ­რე და ჩა­მო­ვე­დი, მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე "ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში“ (1976-77 წლებ­ში). მერე "სა­ქინ­ფორ­მის“ დი­რექ­ტორ­მა ვლა­დი­მერ ჭი­ა­უ­რელ­მა მთხო­ვა, ჩემ­თან გად­მო­დი, ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბას შე­გიქ­მნიო. გა­და­ვე­დი და პირ­ვე­ლად გა­მა­ყო­ლეს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ფოთ­ში. მთე­ლი ცეკა-ტეკა, დაც­ვა, სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო და ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... მა­თაც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ჩემი ფო­ტო­ე­ბი. მა­შინ არ არ­სე­ბობ­და პერ­სო­ნა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფის სტა­ტუ­სი, სა­ქინ­ფორმ­ში და­რე­კეს, იქ­ნებ სერ­გო ბა­ტონ ედუ­არდს გა­მო­ა­ყო­ლოთ ხოლ­მე, თა­ვი­სე­ბუ­რად იღებ­სო. იმ დღი­დან და­ვი­წყე შე­ვარ­დნა­ძის გა­და­ღე­ბა და მას­თან შე­მოვ­რჩი ბო­ლომ­დე, ვიდ­რე 1985 წელს მოს­კოვ­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად არ გა­და­იყ­ვა­ნეს. ამა­სო­ბა­ში, მე და ბა­ტონ ედუ­არდს ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და, მას­თან რამ­დენ­ჯერ­მე ოჯახ­შიც ვი­ყა­ვი, გა­ვი­ცა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლი.

90-ია­ნებ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, მან უკვე მო­ი­თხო­ვა, მინ­და ჩემი ფო­ტოგ­რა­ფი მყავ­დე­სო (ყვე­ლას არ აღე­ბი­ნებ­და ფო­ტოს) და ასე დამ­ნიშ­ნეს შე­ვარ­დნა­ძის პი­რად ფო­ტოგ­რა­ფად. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვემ­სა­ხუ­რე. ყვე­ლამ რომ უღა­ლა­ტა, მე თით­ქმის დღე­გა­მოშ­ვე­ბით მას­თან ვი­ყა­ვი, კრწა­ნის­ში. ათას რა­მე­ზე ვსა­უბ­რობ­დით... 2000 წელს, რა­ღაც უთან­ხმო­ე­ბა მო­მიხ­და კახა იმ­ნა­ძეს­თან (შე­ვარ­დნა­ძის პრესმდი­ვან­თან), გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე და "სა­ქინ­ფორ­მი­დან“ წა­ვე­დი. ბა­ტონ­მა ედუ­არ­დმა ისე იცო­და, თით­ქოს უკე­თე­სი სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვე და ამი­ტომ გა­და­ვე­დი. მერე, უკვე კრწა­ნის­ში რომ დავ­დი­ო­დი, მი­თხრა, 1-2-ჯერ რომ მო­გი­კი­თხე, კა­ხამ ასე­თი პა­სუ­ხი გამ­ცა, სერ­გომ უკე­თე­სი სამ­სა­ხუ­რი იშო­ვაო. აღარ და­მი­წყია ჭო­რა­ო­ბა და ახ­სნა, აზრი არ ჰქონ­და. იხილეთ სრულად