"ერთმანეთის მიმართ შური და ბოღმა აქვთ, ყველას პირველკაცობა უნდა" - კვირის პალიტრა

"ერთმანეთის მიმართ შური და ბოღმა აქვთ, ყველას პირველკაცობა უნდა"

"2 ადამიანის სიყვარული ბოროტებით არ უნდა დასრულდეს"

ასმათ ტყაბლაძის ცხოვრების მთავარი ფასეულობა

პროფესია: მსახიობი.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის კინოსა და დრამის მსახიობის ფაკულტეტი, ასევე - დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი მუსიკალური სასწავლებელი (ფორტეპიანოს პედაგოგის განხრით).

ჰობი: იუმორი, პაროდია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ძალიან მიყვარს შვილიშვილთან საუბარი ზრდილობაზე, საქართველოს სიყვარულზე, განათლებაზე, ასევე - წიგნების განხილვა: რა წაიკითხა, წაკითხულიდან რა გაიგო... სულ მთხოვს ხოლმე, - ბებო, რამე მომიყევი, გამაცინეო. ჩემი იუმორი მოსწონს (იღიმის)..."

"უმადურობა ძალიან ცუდი რამეა. როცა ადამიანი უმადურია, ეს დიდი დანაშაულია. ხშირად ადამიანებს კარგად რომ ექცევი, ჰგონიათ, თავად არიან კარგები და ყველა ვალდებულია, მათ კარგად მოექცეს. ასე არ არის: ვინც კარგად გექცევა, კარგი ადამიანი ის არის..."

"ქართველებს ძალიან ცუდი ბუნება - ერთმანეთის მიმართ შური და ბოღმა აქვთ, ყველას პირველკაცობა უნდა. თითქმის ყველას ჰგონია, რომ ყველაზე კარგი თავად არის. ახლა რომ ვუყურებ, ქვეყნის სათავეში ყოფნისთვის როგორ იბრძვიან, საშინელებაა: საკუთარი მიზნის მისაღწევად ცდილობენ, სხვას რაღაც ცუდი გაუკეთონ..."

"რთულია, ვისაც დედობა არ შეუძლია. დედა-შვილის სიყვარული უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მამა-შვილის. მამით ობოლიც ობოლია ადამიანი, რა თქმა უნდა, მაგრამ უდედოდ დარჩენილი - ორმაგად ობოლი ხდება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი