"უკრაინის მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ჩვენი ტერიტორიული მთლინობის აღდგენაა" - კვირის პალიტრა

"უკრაინის მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ჩვენი ტერიტორიული მთლინობის აღდგენაა"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, გამორიცხა და განაცხადა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

"უკრაინის მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ჩვენი ტერიტორიული მთლინობის აღდგენა და უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილის სრული სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მოლაპარაკებების პოზიციის საბოლოო წერტილი. რუსეთსა და უკრაინას შორის ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებები, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მათი განგრძობითი აგრესიის გამო, არ მიმდინარეობს ", - განაცხადა კულებამ.

კანადის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, გერმანიაში შეკეთებული ტურბინების დაბრუნების საკითხზე, რომელიც საჭიროა Nord stream 1-ის გაზსადენისთვის რუსეთსა და გერმანიას შორის, კითხვაზე, კულებამ განაცხადა, რომ კიევმა ბერლინსა და ოტავას განუცხადა, რომ ეს იყო "შეცდომა".

"ინტერპრესნიუსი"