"ბიძინას დაცვა ჩვენი ღირსების საქმეა!დღეს, საქართველოს განადგურების ექსპერიმენტს ტესტავენ ივანიშვილზე!გავატარებთ?" - კვირის პალიტრა

"ბიძინას დაცვა ჩვენი ღირსების საქმეა!დღეს, საქართველოს განადგურების ექსპერიმენტს ტესტავენ ივანიშვილზე!გავატარებთ?"

პო­ლი­ტი­კო­სი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით აგორებეულ კამპანიას - დეოლოგარქიზაციის საკითხს ეხმაურება:

"დებიძინიზაცია... ანუ პიროვნებას ემუქრებით? ფიზიკურად ანადგურებთ ადამიანს, რომელსაც აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები და ჩვენ რა უნდა ვქნათ? უნდა “ გეშპაგაოთ” ფბ- ში?..მოკლედ, შსს, პროკურატურა, ან აამოქმედეთ სამართლებრივი ნორმები და აგებინეთ პასუხი, ან ჩვენ თავად მივხედავთ საკუთარ ღირსებას! რამე თუ,... ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენებული დაუმსახურებელი, უკანონო, არასამართლებრივი, არასამართლიანი, არაკაცური, არაცივილური ქმედებები პირდაპირ გადის ჩვენ ღირსებაზე! დღეს, ბიძინას დაცვა ჩვენი ღირსების საქმეა! დღეს, საქართველოს განადგურების ექსპერიმენტს ტესტავენ ივანიშვილზე! გავატარებთ?- არა მგონია! მე მჯერა ჩემი მებრძოლი ხალხის!" - წერს ხოფერია.