"ევროკავშირის ქვეყნებმა მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე, და უპირველეს ყოვლისა, უკეთესად დახარჯონ"
ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად დისლოცირებადი და თავსებადი ძალები, რომლებიც მზად არიან მოაგვარონ საფრთხეებისა და რისკების სრული სპექტრი. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებმა მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე და უპირველეს ყოვლისა უკეთესად დახარჯონ, ანუ ერთად, -ამის შესახებ ევროკაშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი გაზრდის შესახებ, მისასალმებელია, თუმცა, თუ არ გაიზრდება წილი, რომელიც ერთობლივ განვითარებაზე და შესყიდვაზე იხარჯება, არსებობს რისკი, რომ ამ დამატებითი ინვესტიციების დიდი ნაწილი ფუჭად დუხარჯება“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ერთობლივი შესყიდვა არა მხოლოდ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დღის წესრიგს ემსახურება, ასევე აუცილებელია ნატოს მოკავშირეებისთვის, რათა დაიცვან ევროპა რუსეთის საფრთხისგან.
IPN