"ჩვენს კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან - პატიოსნება" - კვირის პალიტრა

"ჩვენს კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან - პატიოსნება"

ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია იმ მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რაც ქა­ლე­ბის ჩაგ­ვრი­სა და ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე პა­ტა­რა­ია პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს და მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ებს, მის­ცენ ქალს უფ­ლე­ბა, თვი­თონ გა­და­წყვი­ტონ თა­ვი­ან­თი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა.

"ჩვენ კულ­ტუ­რა­ში ქა­ლის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბა უსექ­სო­ბაა, ოღონდ უფრო ლა­მაზ სა­ხელს ეძა­ხი­ან - პა­ტი­ოს­ნე­ბა. აბა, უსექ­სო­ბას ხომ არ იტყვი­ან?! თვი­თო­ნაც ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბათ. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში "პა­ტი­ოს­ნე­ბას" მხო­ლოდ ერთი ში­ნა­არ­სი აქვს ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში - ქალს არ უნდა ჰქონ­დეს სექ­სი სა­ერ­თოდ!

გა­მო­ნაკ­ლი­სია ქმა­რი, ქმარ­თან სექ­სი ეპა­ტი­ე­ბა, ერთი იმი­ტომ რომ გამ­რავ­ლე­ბაა სა­ჭი­რო, მე­ო­რე იმი­ტომ რომ ქმრის­თვის სექსზე უა­რის თქმა "არ შე­იძ­ლე­ბა"!

ყო­ვე­ლი მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში თვლის, რომ ქმრის მიერ ცო­ლის­თვის სექ­სის იძუ­ლე­ბა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ არის. ხოლო ყო­ვე­ლი მე­ო­რე კაცი თვლის, რომ ქალ­მა წიხ­ლე­ბი თუ არ გირ­ტყა და მა­რაბ­დის ბრძო­ლა თუ არ გა­გი­მარ­თა, ესე იგი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

(UNFPA 2020)მოკ­ლედ, მძი­მე ვი­თა­რე­ბაა და ქა­ლებ­მა (და კა­ცებ­მაც) უნდა იბ­რძო­ლონ ქა­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის: ქალი თა­ვად უნდა წყვეტ­დეს ვის­თან და რო­გო­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს, ხოლო კა­ცე­ბი უბ­რა­ლოდ უნდა გა­შორ­დნენ ისეთ ცოლს, ან შეყ­ვა­რე­ბულს, რო­მე­ლიც აღარ მოს­წონთ ცემა-ტყე­პის და ფე­მი­ცი­დის გა­რე­შე.

ამ ორ რა­მეს თუ ვის­წავ­ლით, ძა­ლი­ან და­ლაგ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გაჩ­ნდე­ბა ერ­თმა­ნე­თის პი­რა­დი სივ­რცის პა­ტი­ვის­ცე­მა და შე­წყდე­ბა ქა­ლე­ბის ჩაგ­ვრა.ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის დიდი წილი დგას ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბის აკ­რძალ­ვა­სა და კონ­ტროლ­ზე.

მი­ე­ცით ქა­ლებს უფ­ლე­ბა თა­ვად გა­და­წყვი­ტონ სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ეს არაა ბევ­რი, ესაა ელე­მენ­ტა­რუ­ლი და ბა­ზი­სუ­რი უფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი­სა. და ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ქა­ლიც ჯერ ადა­მი­ა­ნია(!) და მე­რე­ღაა ქალი (ანუ მდედ­რო­ბი­თი სქე­სი­სა და გენ­დე­რის მქო­ნე)" - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.