გუდიაშვილისა და ახვლედიანის 245 000 დოლარის ღირებულების ტილოები, ბინები კიევში, ქველმოქმედებაში დახარჯული 330 000 ლარი - რა ქონებას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე? - კვირის პალიტრა

გუდიაშვილისა და ახვლედიანის 245 000 დოლარის ღირებულების ტილოები, ბინები კიევში, ქველმოქმედებაში დახარჯული 330 000 ლარი - რა ქონებას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე?

თბი­ლი­სის მერი და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე წლე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ლი­ო­ნე­რია. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია მერ­მა ბო­ლოს 2022 წლის იან­ვარ­ში შე­ავ­სო, რო­მელ­შიც ოჯა­ხის წევ­რე­ბად მი­თი­თე­ბუ­ლი ჰყავს: მე­უღ­ლე, ანა არე­ში­ძე და ოთხი შვი­ლი ლე­ვან, კა­ხა­ბერ, ვაჩე, ნი­კო­ლას კა­ლა­ძე­ე­ბი.

კახა კა­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს ფლობს, მათ შო­რის სამს სამ­ტრე­დი­ა­ში, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 610 000 დო­ლა­რია.

თბი­ლი­სის მერს უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში ორი ბინა აქვს, მათ­გან გა­მარ­ჯვე­ბის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 39, 220 კვ.მ ბი­ნა­ში 1997 წელს, 150 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. მე­ო­რე კი - შევ­ჩენ­კოს გამ­ზირ­ზე, 250 კვ.მ. ფარ­თო­ბის 2005 წელს, 700 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

კახა კა­ლა­ძე თბი­ლის­ში სამ ავ­ტო­ფა­რეხს ფლობს, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 240 ათა­სი ლა­რია.

მერს თბი­ლის­ში ოთხი ბინა აქვს, აქე­დან ორი - 2018 წელს შე­ი­ძი­ნა და 774 875,05 და 928 414,75 ლარი გა­და­ი­ხა­და. მე­სა­მე ბინა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე 2006 წელს იყი­და, გა­დახ­დი­ლი თან­ხა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის. მე­ო­თხე ბინა კი 2012 წელს აჩუ­ქეს. კახა კა­ლა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია დაბა წყნეთ­ში ორი მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მელ­თა­გან ერთი ასე­ვე ჩუ­ქე­ბით მი­ი­ღო.

თბი­ლი­სის მე­რის მან­ქა­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია. ამ­ჟა­მად მის ავ­ტო­ფა­რეხ­ში სამი მან­ქა­ნა და ორი მო­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა დგას. მათი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 66 ათას ლარს, 400 ათას დო­ლარს და 20 ათას ევ­როს შე­ად­გენს.

კახა კა­ლა­ძეს დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, იტა­ლი­ურ ბანკ "ინ­ტე­ზა სან პა­ო­ლო­ში“ მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 4 200 000 დო­ლა­რი ჰქონ­და, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე 7490,94 დო­ლა­რი, "ბან­კი ქარ­თუს" სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე 5377,23 დო­ლა­რი და 2501,94 ევრო. Julius Baer-ის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი 3 672 375,21 ევრო და 765 000 დო­ლა­რი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, მისი მე­უღ­ლის ანუ­კი არე­ში­ძის "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" დე­პო­ზიტ­ზე 5001,39 ევრო, "თი­ბი­სი ბან­კის“ სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე კი 1002,81 ევრო და 1267,87 ლარი ირი­ცხე­ბო­და.

თბი­ლი­სის მერ­მა ხელ­ფა­სის სა­ხით გა­სულ წელს 30 680,64 ლარი ფი­ნან­სუ­რი სარ­გო მი­ი­ღო. მის­მა მე­უღ­ლემ კი "შპს ანო­უ­კის“ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 29 169 ლარი. გააგრძელეთ კითხვა