"ქალი, რომელმაც დიდებულად და შთამაგონებლად იცხოვრა" - დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი, ივანა ტრამპი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ქალი, რომელმაც დიდებულად და შთამაგონებლად იცხოვრა" - დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი, ივანა ტრამპი გარდაიცვალა

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ყო­ფი­ლი ცოლი, ივა­ნა ტრამ­პი 73 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც დო­ნალდ ტრამ­პი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ივა­ნა ნიუ იორკში, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა.

ივა­ნა ტრამ­პი დო­ნალ­დის პირ­ვე­ლი ცოლი იყო. მათ სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ, დო­ნალდ ჯუ­ნი­ო­რი, ივან­კა და ერიკ ტრამ­პე­ბი."ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქალი იყო, ულა­მა­ზე­სი, მზრუნ­ვე­ლი დედა და მე­გო­ბა­რი“, - ნათ­ქვა­მია ტრამ­პე­ბის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში. ივა­ნას შე­სა­ხებ დო­ნალდ ტრამპმა გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში - Truth Social და ყო­ფი­ლი ცოლი ასე­თი სი­ტყვე­ბით მო­ი­გო­ნა - "მშვე­ნი­ე­რი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი, სა­ო­ცა­რი ქალი, რო­მელ­მაც დი­დე­ბუ­ლად და შთა­მა­გო­ნებ­ლად იცხოვ­რა. მისი სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მა­ყე იყო შვი­ლე­ბი - დო­ნალდ უმ­ცრო­სი, ივან­კა და ერი­კი. ის ისე­თი­ვე ამა­ყი იყო შვი­ლე­ბით, რო­გორც ჩვენ ვა­მა­ყობთ მი­სით."

ivana3-33620-1657868075.jpg

ივა­ნა ტრამ­პი, და­ბა­დე­ბუ­ლი ივა­ნა ზელ­ნი­ჩკო­ვად, კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში გა­ი­ზარ­და. 1970-იან წლებ­ში და­ტო­ვა სამ­შობ­ლო, 1977 წელს დო­ნალდ ტრამპზე და­ქორ­წინ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრამ­პის ბიზ­ნეს იმ­პე­რი­ა­ში აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და. არის არა­ერ­თი ბესთსე­ლე­რი წიგ­ნის ავ­ტო­რი, გა­მო­უშ­ვა ტან­საც­მლის სა­კუ­თა­რი ხაზი.

ivana-1657868075.jpg

"მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და რამ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ყო­ველ დღე ვსა­უზ­მობ­დი შვი­ლებ­თან ერ­თად, ყო­ველ სა­ღა­მოს ვი­ჯე­ქი მათ­თან ერ­თად ვახ­შამ­ზე და ვეხ­მა­რე­ბო­დი მათ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში“, - წერ­და ივა­ნა ტრამ­პი თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში. (წყარო)