"ქოცებო" კარგად წაიკითხეთ... ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას აღარ გაპატიებთ - ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ "იმასთან" - რას წერს სოსო გოგაშვილი? - კვირის პალიტრა

"ქოცებო" კარგად წაიკითხეთ... ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას აღარ გაპატიებთ - ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ "იმასთან" - რას წერს სოსო გოგაშვილი?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მალე სა­ჯა­როდ მოყ­ვე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ყალბ­და 2021 წლის არ­ჩევ­ნე­ბი.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­და, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

ასე­ვე გო­გაშ­ვი­ლი წერს, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხრი­დან ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რის გა­მოც ზო­გი­ერთ მათ­განს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა.

"სა­ნამ სა­ჯა­როდ, ტე­ლე­ე­თე­რი­დან მო­გიყ­ვე­ბით სი­მარ­თლეს. 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­მა­ტე­ბით გა­მოვ­ლინ­და და მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა ძა­ლი­ან ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, თუ რო­გორ ყალბ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და რო­გორ გპა­რა­ვენ თქვენ სა­კუ­თარ ხმებს. დიდი ნა­წი­ლი, რა თქმა უნდა, ჩემ­თვის მა­ნამ­დეც ცნო­ბი­ლი იყო და ხელ­მი­საწ­ვდო­მიც. ამ კონ­კრე­ტულ არ­ჩევ­ნებ­ში მე უშუ­ა­ლოდ და­ვე­ჯა­ხე ბინ­ძურ სის­ტე­მას (სა­ი­და­ნაც გა­მო­ვე­დი) მე­ო­რე მხრი­დან. დიდი ფიქ­რის შემ­დეგ გავ­რის­კე და გა­დავ­წყვი­ტე, ეს სა­მუ­და­მოდ და­მემ­თავ­რე­ბი­ნა.

გა­დავ­წყვი­ტე და მო­ვემ­ზა­დე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, მო­რა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რა­დაც, რომ მეც მეგო პა­სუ­ხი კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა­ფერ იმა­ზე, რა უკა­ნო­ნო­ბის მო­ნა­წი­ლეც იქამ­დე გავ­ხდი. ჩა­ვა­ტა­რე მთე­ლი რიგი შეხ­ვედ­რე­ბი, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ: დი­პ­კორ­პუს­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან, მე­დი­ას­თან და ა.შ. არ და­გი­მა­ლავთ და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მის­მენ­დნენ და ნა­ხუ­ლობ­დნენ ჩემს მიერ წარ­მოდ­გე­ნილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, იყ­ვნენ შო­კი­რე­ბულ­ნი ნა­ნა­ხით. ნა­ხეს ის, რაც არ უნა­ხავთ და მხო­ლოდ ყურ­მოკ­ვრით, ან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მო­უს­მე­ნი­ათ. ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­და­ვე­ცი ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მთლი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ. ასე­ვე და­ვა­კავ­ში­რე სხვა თვითმხილ­ვე­ლე­ბი და მოწ­მე­ე­ბი, რო­გორც მე­დი­ას, ასე­ვე სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ვი­საც გახ­სოვთ, მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ა­შუ­ქეს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტე­ბი ნა­წი­ლობ­რივ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ნა­წი­ლი ასა­ხავ­და ერ­თერ­თი სი­უ­ჟე­ტის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს…

ეს რა­ტომ გა­ა­კე­თეთ? რა­ღა­ცამ აგ­ჭრათ…?ე. წ. “ქო­ცე­ბო” კარ­გად წა­ი­კი­თხეთ ეს ტექ­სტი და ჩა­ნიშ­ნეთ თათ­ბი­რი ონ­ლა­ინ “იმას­თან”, თო­რემ სხვა არა­ფე­რი აღარ გიშ­ვე­ლით. ბოლო ორი დღეა ქვე­ყა­ნა აა­ლა­პა­რა­კეთ ჩემ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი თქვე­ნი პრაქ­ტი­კის, ტი­პი­უ­რი გრუს-ული სცე­ნა­რის გარ­შე­მო.

მა­გის მეტი რა გი­კე­თე­ბი­ათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგ­რამ რა­ღაც ნაჩ­ქა­რე­ვად ხომ არ გა­მო­გი­ვი­დათ…? მე არ მი­ყუ­რე­ბია და რო­გორც გად­მომ­ცეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, ზუს­ტად ვიცი რა სი­ბინ­ძუ­რეს ხარ­შავთ. აქამ­დე თქვენს მიერ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი და აქო­თე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე შე­მა­ტე­ნეთ.

ახლა ის ძვე­ლიც და­გიბ­რუნ­დე­ბათ მის­ხალ მის­ხალ ყვე­ლას (დიდ­საც და პა­ტა­რა­საც) თქვენ თქვე­ნი წილი და ამ ახალ მო­ხარ­შულ სიმ­ყრა­ლე­საც ვე­ღარ შემ­ტე­ნით მე. ხომ მი­წა­მებთ უკვე ამ­დე­ნი წე­ლია ოჯა­ხის წევ­რებს და ხომ შე­ი­წი­რეთ მათი ჯან­მრთე­ლო­ბა, მაგ­რამ ჩემი 10 წლის პეტ­რეს თმის გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბას უკვე აღარ გა­პა­ტი­ებთ თქვე უბინ­ძუ­რე­სე­ბო, აბა მი­დით, იმოქ­მე­დეთ, გე­ლო­დე­ბით…" - წერს გო­გაშ­ვი­ლი.

ambebi.ge