"ვინ აფინანსებს ბჟანიას მილიონებით?!" - "პრეზიდენტი" ახალ სკანდალში ეხვევა - კვირის პალიტრა

"ვინ აფინანსებს ბჟანიას მილიონებით?!" - "პრეზიდენტი" ახალ სკანდალში ეხვევა

აფხა­ზე­თის ლი­დე­რის ე.წ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ად­გი­ლობ­რივ ოპო­ზი­ცი­ა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა. ბოლო ხა­ნებ­ში ბჟა­ნი­ას მოკ­ლე დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად მო­უ­წია თვითმფრი­ნა­ვით სარ­გებ­ლო­ბა - თუ სა­ი­დან აქვს, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თის დო­ტა­ცი­ა­ზე მყოფ რეს­პუბ­ლი­კას ამ­დე­ნი თან­ხა, ეს არის თემა, რომ­ლის გარ­შე­მოც ბჟა­ნი­ა­სა და მის მომ­ხრე­ებს შე­ტე­ვე­ბის მო­გე­რი­ე­ბა უწევთ.

ბოლო ვი­ზი­ტი იყო თათ­რე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში. ბჟა­ნია სო­ჭი­დან ყა­ზან­ში Legacy 650Е-ით გაფ­რინ­და, რომ­ლის და­ქი­რა­ვე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რია. "სა­ი­დან აქვს პრე­ზი­დენტს ამ­დე­ნი თან­ხა, აფხა­ზე­თის ბი­უ­ჯე­ტის პი­რო­ბებ­ში, მით უფრო, რომ მხო­ლოდ ბოლო ვი­ზი­ტი ყა­ზან­ში, სა­ი­და­ნაც იმა­ვე დღეს გა­მოფ­რინ­და, 10 მი­ლი­ონ რუბ­ლზე მეტი დაჯ­და - სა­ი­დან ეს ფული?!" - კი­თხუ­ლო­ბენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ბჟა­ნი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, სა­დაც გან­მარ­ტა, რომ აფხა­ზე­თის მე­თა­უ­რის ვი­ზი­ტე­ბი ფი­ნანსდე­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან და მას ასე­ვე ეხ­მა­რე­ბი­ან, რო­გორც ქვეყ­ნის, ასე­ვე თა­ვად პრე­ზი­დენ­ტის მე­გობ­რე­ბი...

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში ე.წ. ვე­ტე­რა­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა Аруаа -ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბჟა­ნი­ამ უნდა გა­ამ­ხი­ლოს, ვინც არი­ან ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის მე­გობ­რე­ბი და დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი, მით უფრო, რომ ბჟა­ნი­ას კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბი­სა და ხში­რი ვი­ზი­ტე­ბის შე­დე­გე­ბი, რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას არ ეტყო­ბა.

ბჟა­ნი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, სა­თათ­რე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში აფხა­ზე­თის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო გა­ნი­ხი­ლეს და გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბი და­სა­ხეს, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამა­ზე ჯერ ბჟა­ნია არ სა­უბ­რობს.

"ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი არის ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, პრობ­ლე­მე­ბი არ მცირ­დე­ბა, პი­რი­ქით, მა­ტუ­ლობს. ამი­ტომ ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბიც აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს - რამ­დე­ნი უბი­ნაო და ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხის­თვის იქ­ნე­ბო­და ეს თან­ხა საკ­მა­რი­სი ბი­ნის შე­სა­ძე­ნად, ან სუ­ლაც პენ­სი­ე­ბის მო­სა­მა­ტებ­ლად" - წერს გა­მო­ცე­მა ბჟა­ნი­ას ვი­ზი­ტე­ბის მი­მო­ხილ­ვი­სას.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის თე­მურ გუ­ლი­ას თქმით, კი­დევ უფრო მეტ ეჭვს იწ­ვევს ბჟა­ნი­ას დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბის თემა რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­სა­ხუ­რებს იცო­დეს, ვინ აფი­ნან­სებს პრე­ზი­დენ­ტის სა­მუ­შაო ვი­ზი­ტებს, ანუ "ვის­თან ვართ ვალ­ში და სად გაგ­ვახ­სე­ნე­ბენ ამას".

"ჩვენ ხომ ვი­ცით, რომ სა­თა­გურ­ში ყვე­ლი არას­დროს არის უფა­სო. შე­სა­ბა­მი­სად, გვა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ არი­ან ეს გულ­კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბი, სპონ­სო­რე­ბი, ვინც ამ­დენ მი­ლი­ო­ნი­ან ვი­ზიტს აფი­ნან­სებს. ეს ხომ იშ­ვი­ა­თი არ არის, ბჟა­ნია ფაქ­ტობ­რი­ვად, თვითმფრი­ნა­ვი­დან არ ჩა­მო­სუ­ლა, ანუ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მი­ლი­ო­ნი­ან სპონ­სორ­თან გვაქვს საქ­მე და ვინ არი­ან ისი­ნი?!. მით უფრო, ჩვენ ვერ ვხე­დავთ ინ­ვეს­ტო­რე­ბის ცვე­ნას, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ კომ­პა­ნი­ე­ბის ბუმს" - ამ­ბობს გუ­ლია. გააგრძელეთ კითხვა