"ოცნებიდან "განდგომილ" გრაფომანების სამეულს, უკვე "მოსამართლეც" უერთდება, სრულიად იდენტური განცხადებით" - რას წერს გვარამია ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"ოცნებიდან "განდგომილ" გრაფომანების სამეულს, უკვე "მოსამართლეც" უერთდება, სრულიად იდენტური განცხადებით" - რას წერს გვარამია ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა მისი საქ­მის მო­სა­მარ­თლის, ლაშა ჩხიკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბას. რო­გორც გვა­რა­მია წერს, სა­სა­მარ­თლო­ში ე.წ. კლა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბუნ­ტია, რო­მე­ლის სა­თა­ვე­შიც არი­ან ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ვინც "ჩხიკ­ვა­ძის და­სან­ქცი­რე­ბის მი­ზე­ზით, აი­ძუ­ლეს უარი ეთ­ქვათ აშშ-ში წას­ვლა­ზე". ამას­თა­ნა­ვე, გვა­რა­მი­ას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, ჩხიკ­ვა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ იგი გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ი­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია.

"სა­სა­მარ­თლო­ში კლა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბუნ­ტია. აშშ-ში სე­მი­ნარ­ზე მი­დი­ან მხო­ლოდ ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ვინც და­უ­პი­რის­პირ­და სის­ტე­მას და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნი დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ. ბუნ­ტის სა­თა­ვე­ში არი­ან ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ვინც, ჩხიკ­ვა­ძის და­სან­ქცი­რე­ბის მი­ზე­ზით, აი­ძუ­ლეს უარი ეთ­ქვათ აშშ-ში წას­ვლა­ზე. ამ მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უშუ­ა­ლოდ ე.წ. მო­სა­მარ­თლე ჩხიკ­ვა­ძემ, რა­ზეც ისი­ნი აპი­რე­ბენ ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კუთ­რივ ე.წ. მო­სა­მარ­თლე ჩხიკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც თა­ვად და­ა­დას­ტუ­რა, რომ 2 თვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ატყუ­ებ­და და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მიერ მი­ღე­ბულ მე­სი­ჯ­ბოქსს იმე­ო­რებ­და:

პირ­ვე­ლი - ფორ­მა­ლუ­რა­დაც კი გა­ფორმ­და ის ფაქ­ტი, რომ ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ჩემს საქ­მე­ზე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით (რაც არ უნდა წე­როს, რომ ეს მისი ინ­ტე­რე­სი არაა) და თა­ვად ახორ­ცი­ე­ლებს ღია და სა­ჯა­რო ზე­წო­ლას სა­კუ­თარ კო­ლე­გებ­ზე;

მე­ო­რე - სრუ­ლი­ად შემ­ზა­რა­ვი და უპ­რე­ცე­დენ­ტოა ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის და შან­ტა­ჟის ეს ფაქ­ტი სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, რო­მე­ლიც უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ღია ან­ტი­და­სავ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი.

PS "ოც­ნე­ბი­დან "გან­დგო­მილ" გრა­ფო­მა­ნე­ბის სა­მე­ულს, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის შემ­დეგ, უკვე "მო­სა­მარ­თლეც" უერ­თდე­ბა, სრუ­ლი­ად იდენ­ტუ­რი ში­ნა­არ­სის და ლექ­სი­კის გან­ცხა­დე­ბით" - წერს გა­ვარ­მია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე, რო­მე­ლიც „მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლე იყო, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ მა­იკლ გა­ლე­რის სა­სა­მარ­თლო­ზე წე­ზო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამას­თან მო­სა­მარ­თლე მო­უ­წო­დებს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ „სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლი­სა­გან თავი შე­ი­კა­ვონ“.

წყარო