ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მომ­ღე­რალ გრე­გო­რი ლეფსვე­რი­ძეს (ლეპ­სი) რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა - კვირის პალიტრა

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მომ­ღე­რალ გრე­გო­რი ლეფსვე­რი­ძეს (ლეპ­სი) რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მომ­ღე­რალ გრე­გო­რი ლეფსვე­რი­ძეს (ლეპ­სი) რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. გან­კარ­გუ­ლე­ბის ტექ­სტში, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია იუ­რი­დი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­იტ­ზე, ნათ­ქვა­მია, რომ სიმ­ღე­რა "Рюмки водки на столе"-ს ავ­ტორ­მა სა­პა­ტიო წო­დე­ბა პოპ-არ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის მი­ი­ღო.

"პოპ-არ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, გრი­გო­რი ლეფსვე­რი­ძეს მი­ე­ნი­ჭოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის სა­პა­ტიო წო­დე­ბა", - წე­რია პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა­ში.

პუ­ტი­ნის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის მხარ­დამ­ჭე­რი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მას პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის გამო ამე­რი­კი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის ბან­კებ­ში ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ჯამ­ში 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­კარ­გა.

რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მომ­ღე­რა­ლი, ის­რა­ელ­ში პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ცხად­და. ლეპ­სის კონ­ცერ­ტე­ბი, რო­მე­ლიც წმინ­და მი­წა­ზე მა­ის­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, გა­უქ­მდა.

აპ­რილ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა კი­დევ ერთი წარ­მო­შო­ბით ქარ­თველ მომ­ღე­რა­ლი, დი­ა­ნა ღურწკა­ია და­ა­ჯილ­დო­ვა და მას რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

"ინტერპრესნიუსი"