"გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი... როცა სისტემის მამხილებელი გახდა, ახლა იქცა დამნაშავედ" - რომან გოცირიძე - კვირის პალიტრა

"გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი... როცა სისტემის მამხილებელი გახდა, ახლა იქცა დამნაშავედ" - რომან გოცირიძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე ამ­ბობს, რომ სოსო გო­გაშ­ვი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია, რად­გან ის მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხი­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა.

სუს-უს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­კა­ვე­ბას გო­ცი­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"გო­გაშ­ვი­ლი არის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი.სა­ნამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მის ნა­წი­ლი იყო, ჰქონ­და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლო­ბის გა­რან­ტია, როცა სის­ტე­მის მამ­ხი­ლე­ბე­ლი გახ­და, იქცა დამ­ნა­შა­ვედ. ესაა ქვე­ყა­ნა­ში შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის მოქ­მე­დე­ბის კი­დევ ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი. მო­სა­მარ­თლეც იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, რა­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტია და­ა­ვა­ლებს.

ეს უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბაა. სწო­რედ ამის დან­გრე­ვის­კენ მოგ­ვი­წო­დე­ბენ ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი იმ 12 რე­კო­მენ­და­ცი­ით. ნა­თე­ლია, თუ რა­ტომ არ აპი­რე­ბენ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ეს რომ მოხ­დეს, ძა­ლა­უფ­ლე­ბა ეც­ლე­ბათ ხე­ლი­დან, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბა­ზე არის და­ფუძ­ნე­ბე­ლი. სწო­რედ ასე­თი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ვი­ხი­ლეთ ახლა გო­გაშ­ვი­ლის სა­ხით." - წერს გო­ცი­რი­ძე.