გონიო - ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

გონიო - ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

გონიო - ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებული მძღოლები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი. როგორც თვითმხილველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას გონიოს ციხესთან ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.