"მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი, რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია" - კვირის პალიტრა

"მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი, რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია"

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უარყოფს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გოგაშვილთნ მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ ისაუბრა.

„შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა, რომლის კომენტარსაც „იმედი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო“.

„მეუფე იაკობი ხომ მორწმუნეა, დადოს ბიბლიაზე ხელი, ან პატრიარქთან მივიდეთ და დაიფიცოს, თუ მე ვტყუი“,- აღნიშნავს გოგაშვილის მეუღლე.