სოსო გოგაშვილს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ, წარუდგენენ - კვირის პალიტრა

სოსო გოგაშვილს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ, წარუდგენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ, 17 ივლისს წარუდგენენ.

ყოფილ მაღალჩინოსანს დღეს ე.წ. მოდული შენობაში მისი უფლებადამცველები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდნენ.

ადვოკატების თქმით, სოსო გოგაშვილი სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს და ის დოკუმენტებს, რომლის გავრცელებასაც აპირებდა, უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელია „მიმდინარე საქმე".