რა ხდებოდა თუშეთში, სადაც პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა (ფოტოები) - კვირის პალიტრა

რა ხდებოდა თუშეთში, სადაც პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა (ფოტოები)

"დღეს, მეუღლესთან ერთად თუშეთობის დღესასწაულზე ვიმყოფებოდი..."

"გვინ­და, რომ და­ვამ­კვიდ­როთ მთის კვი­რე­უ­ლი, იმის­თვის, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ი­მარ­თოს მთა­ში მთის კვი­რე­უ­ლი და აღ­ვნიშ­ნოთ ჩვე­ნი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ა­მა­ყე, მთის დღე­ე­ბი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ომა­ლო­ში, მთის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მე­უღ­ლეს­თან, ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

gariba2-1658001244.jpg

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ მთას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭოს.

მთის კვი­რე­უ­ლი თუ­შეთ­ში, ყაზ­ბეგ­ში, სვა­ნეთ­სა და რა­ჭა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით იმარ­თე­ბა. წელს პირ­ვე­ლად, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ხინ­კლის დღე­ე­ბი მო­ე­წყო. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­ეც­ნენ მთის ხინ­კლის ის­ტო­რი­ას, სა­ფეს­ტი­ვა­ლო სივ­რცე­ში გა­მო­ფე­ნი­ლი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი კუ­თხე, ასე­ვე სტუმ­რე­ბი და­ეს­წრნენ ქსო­ვი­სა და რეწ­ვის გაკ­ვე­თი­ლებს.

gariba4-1658001244.jpg

თუ­შეთ­სა და ყაზ­ბეგ­ში ცნო­ბილ­მა შე­ფებ­მა, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა, დი­მიტ­რი შა­რა­ში­ძემ და ესმა კუნ­ჭუ­ლი­ამ ად­გი­ლობ­რივ მზა­რე­უ­ლებ­თან ერ­თად ხინ­კლის მომ­ზა­დე­ბის მას­ტერკლა­სე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბის დე­გუს­ტა­ცია ჩა­ა­ტა­რეს.

gariba5-1658001244.jpg

მთის დღე­ე­ბის მუ­სი­კა­ლურ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ისე­თი ცნო­ბი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი.

gariba3-1658001244.jpg

სტუმ­რე­ბი ღა­მეს სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ კემ­პინ­გის ზო­ნა­ში გა­ა­თე­ნე­ბენ. 23 ივ­ლისს მთის დღე­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა მეს­ტი­ა­სა და შოვ­ში, სა­დაც ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი და შე­მეც­ნე­ბი­თი პროგ­რა­მა,ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბის მას­ტერკლა­სე­ბი და დე­გუს­ტა­ცია.